კახა ცხადაძეს აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი იწვევს

AutoSharing Option
აზერბაიჯანული და ყაზახური საინფორმაციო საშუალებების მიხედვით, ყაზახეთის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორ "ორდაბასის" მთავარ მწვრთნელ კახაბერ ცხადაძეს ბაქოს "ნეფჩი" იწვევს.

გამოცემების მიხედვით, იტალიელი სპეციალისტის, რობერტო ბორდინის გათავისუფლების შემდეგ ბაქოური კლუბიდან ქართველ მწვრთნელს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.

აზერბაიჯანული წყარო Аzerifootball.com-ის ინფორმაციით, ყაზახურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და ამბიციურ ცხადაძეს ისეთ გუნდში გაჩერება არ სურს, სადაც მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა არ შეეძლება. ეს მოცემულობა ქართველის აზერბაიჯანში დაბრუნების შანსებს ზრდის.


მკითხველის კომენტარები / 6 /
არ გეწყინოთ მაგრამ ცხადაძე წარმატებული მწვრთნელი არაა! ამ ხნის მანძილზე რამდენი ტიტული მოიგო საზღვარგარეთ? ძალიან ცოტა,უფრო გაპიარებული ტიპია. არგუმენტების ჩამოთვლა მეზარება!
gabo
17:23 20-01-2020
10
მწვრთნელთან ერთად ტიტულებს იგებს ფული და შემადგენლობა. დანიშნეთ გვარდიოლა ორდაბასის მწვრთნელად და იგივე შემადგენლობით ჩემს კუტუნიას მოიგებს.
ჯარჯი
22:53 20-01-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული