მოსკოვის "ლოკომოტივი" ესპანური შეკრების პირველ ამხანაგურ მატჩში "სტიაუას" დაუზავდა (3:3), მისმა მწვრთნელმა იური სიომინმა კი კლუბის საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში საბა კვირკველიაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
- კვირკველიამ 90 წუთი ითამაშა. თვით ის საბა დაბრუნდა?
- "თვით იმამდე" დროა საჭირო. მთლიანობაში, მან ცუდად არ ითამაშა. 90 წუთი კი იმიტომ იასპარეზა, რომ მურილიო გახდა ავად. ვგეგმავდით, რომ ყველა 45 წუთს ითამაშებდა. კვირკველიასთვის დატვირთვა დაგეგმილზე მეტი გამოვიდა.