ავთო ებრალიძე კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს

AutoSharing Option
ქართველი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე კარიერას პორტუგალიურ "ლეიშოეშში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად კლუბის "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა.

28 წლის ფეხბურთელი ბოლოს რუმინულ "ვოლუნტარიში" თამაშობდა, თუმცა გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. შემდეგ კი დაბრუნდა იქ, სადაც კარგად იცნობენ.

ავთოსთვის "ლეიშოეში" მე-8 პორტუგალიური კლუბი იქნება. აქამდე ქართველს "ესპერანსა დე ლაგოსში", "ხუვენტუდ დე ევროაში", "ოლივერენშეში", "ჟილ ვისენტეში", "ჩავეშსა" და "ნასიონალში" უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ ბიჭი, რეალში რომ თამაშობდეს, მაინც არ დაუძახებენ ნაკრებში
vaso
23:35 30-01-2020
1

სიახლეები პოპულარული