"გენტის" მენეჯერი ამბობს, რომ ჩაკვეტაძე 25 მილიონზე მეტი ღირს

AutoSharing Option
"გენტის" გენერალურმა მენეჯერმა მიშელ ლუვეჟიმ თავისი გუნდის შესახებ sportmagazine-თან ისაუბრა და ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ფასი დაასახელა.

მისი თქმით, ჰოლანდიელებისგან განსხვავებით, ბელგიური კლუბები თავიანთი ფეხბურთელების რეკლამირებაში მოიკოჭლებენ, ამიტომ ძვირად ვერ ჰყიდიან, ფასებს არ უწევენ, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე და ჯონათან დავიდი 25 მილიონ ევროზე მეტად ფასობენ. მან განსაკუთრებით დავიდი აქო და თქვა, რომ ყოველი მატჩისას დაახლოებით 12 კილომეტრს დარბის და ასეთი მოთამაშე 30 წელია არ უნახავს.

20 წლის ჩაკვეტაძემ ტრავმით გამოწვეული რვათვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისმა თანატოლმა დავიდმა
კი 23 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია რომ ცოტა დრო ეძლევა, ფრთხილობენ ტრამვა არ გაიმიზეზოს, ხომ ხედავთ რა თანხებზეა საუბარი. იმედია მარტის ბოლომდე მოუმატებს. ვაისას ადგილზე ბელორუსებთანაც არ ვათამაშებდი, რადგან მაგ თამასებში ძალიან დიდი შანსია ტრამვის გამიზეზების. საქართველოს აქვს ფეხბურთელების რესურსი რათა ორივე ტამაში მოვიგოთ ჩაკვეს გარეშეც, მხოლოდ ვაისა და ფედერაცია მატ ვერ ან არ ხედავს და მეშინია ამ ბიჭსაც არ დაასრულებინონ ფეხბურთის თამაში ნაადრევად
vaso
13 თებერვალი 2020 22:13
2
ვისაც ცვენი წარმატებები გულზე ლახვარივიტ ხვდება ეს იმატი კომენტარებია.გამგები გაიგებს ვისზეა ლაპარაკი.
ushangi
13 თებერვალი 2020 21:14
0
ჩვენი ოქროს ბიჭი 25 იც ღირს და 125 იც ეღორება მალეე დარწმუნებული ვარ ათამაშდება ძველებურად და ბევრად უკეთაც.. გიომ გაგვიყვანა ერთა ლიგის ჯგუფიდან და ევროპაზეც უნდა გაგვიყვანოს საქმე უნდა დასრულოს ბოლომდე
გოგა
13 თებერვალი 2020 08:18
3
ფაქტიურად ამ ბიჭმა გაგვიყვანა ერთა ლიგის ნახევრფინალში, "გენტში" წამყვანი ფეხბურთელი იყო, ოპერაციის შემდეგ 8 თვე გაუცდა, ახლა ცდილობს ფორმაში ჩადგომას და ამ დროს, მხარდაჭერის მაგივრად, ხშირად სრულიად უადგილო ირონიას აქვს ადგილი.
ლევანი
13 თებერვალი 2020 03:15
3
მე კიდე მაგას ვპასუხობ რომ ბაჩუკი მოსიძე მეტი ღირს
ნახალოვკელი
13 თებერვალი 2020 02:13
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული