ავთო ებრალიძე: "ლეიშოეშში" დადებითად მიმიღეს და ადაპტაციასაც კარგად გავდივარ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რომ ქართველი ფეხბურთელი ავთო ებრალიძე რუმინეთიდან სათამაშოდ პორტუგალიაში დაბრუნდა და სეგუნდა ლიგის "ლეიშოეშს" შეუერთდა.

ავთომ უკვე მოასწრო ორი შეხვედრის ჩატარება - პირველად ლიდერ "ნასიონალთან" 0:1 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა და მეორედ შინაურ კედლებში, "ვარჟიმთან" მოგებულ მატჩში. ქართველი გარემარბი ორივე თამაშში ძირითად შემადგენლობაში გახლდათ.

"ლეიშოეშში" ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. აქ ძალიან თბილად მიმიღეს და ადაპტაციასაც ადვილად გავდივარ. მომწონს, რომ კლუბს ამბიციები აქვს და შესანიშნავი ფანები ჰყავს, რომლებიც გუნდს ყველა მდგომარეობაში უჭერენ მხარს. მათგან დიდ მხარდაჭერას ველოდები მომდევნო შეხვედრაში. მათთან ერთად, ჩვენ
უფრო ახლოს ვართ მოგებასთან", - უთხრა ავთომ record.pt-ს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
პორტუში რომც გადავიდეს, ვაისას სქემაში მაინც არ ჯდება
vaso
00:00 15-02-2020
0

სიახლეები პოპულარული