საბა ლობჟანიძემ "ფენერბახჩეს" გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩე" 2:1 დაამარცხა.

ანგარიში ამ მატჩში ლობჟანიძემ გახსნა. მან თავის ახალ გუნდში სადებიუტო გოლი მე-13 წუთზე გაიტანა და 73-ე წუთზე შეცვალეს. შემდეგ კიევის "დინამოდან" იჯარით აყვანილმა ლუქსემბურგელმა თავდამსხმელმა ჟერსონ როდრიგესმაც დალაშქრა "ფენერის" კარი. ორივე საგოლე გადაცემა პოლონელმა ნახევარმცველმა კონრად მიჩალაკმა გააკეთა. კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს.

რაც საბა გადავიდა, ანკარის გუნდმა 3 მატჩში 7 ქულა მოიპოვა, 20 ქულით მე-15 ადგილზეა და 23 თებერვალს სტუმრად "გენჩლერბირიგლის" დაუპირისპირდება. არადა, სანამ გადახალისდებოდა,
"ანკარაგიუჯიუ" ყველას გასავარდნად განწირულად მიაჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ღმერთი ჩვენსკენ ხალხო ისე უმატებენ ბიჭები მგონი მარტის თამაშზე ვაისს დიდი გამჭრიახობა დაჭირდება შემადგენლობის ასარჩევად და რაღაც ისე მიცემს გული რომ ისტორიულ შედეგს ეს ბიჭები დადებენ.
vova
16 თებერვალი 2020 14:21
0
მე მგონია რომ საბა ეხლა ყველას ჯობია თავდასხმის ხაზში ქვილითაისაც და კაჭარავასაც.პან დანიასთან დააყენა ვაისმა და თავი არ შეურცხვენია.თუ ესე გააგრძელა მარტის თამაშებში ფორმაში მყოფი ლობჟანიძე ძალიან გამოგვადგება
თემური
16 თებერვალი 2020 12:21
0
ლობჟანიძემ ნაკლებად გაიტანა აქ გოლი. წარმატებები საბას
555
16 თებერვალი 2020 12:20
5
საბა უკონკურენტო ფეხბურთელი გახდება ნაკრებში. წარმატებები ბიჭებს
გოგა
16 თებერვალი 2020 10:40
0
გვილია,ჩაკვე,შენგელია საგოლე გადაცემები.
საბა,ბუდუ,აბურჯანია გოლები. ნელ-ნელა ვემზადებით მარტისთვის.წარმატებები
საქართველო
16 თებერვალი 2020 05:19
0
საბას მხრიდან თურქეთში გადასვლა არ იყო ცუდი გადაწყვეტილება და რატომ პირველ რიგში იმიტომ რომ ძირითადის ფეხბურთელია და სკამზე არ ზის და თურქეთის ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონეა ვიდრე დანია ფინანსებითაც ინფრასტრუქტურითაც ფეხბურთელების კვალიფიკაცითაც და მაყურებლის დასწრებადობითან კიდევ ის მომენტია რომ ის კლუბი სადაც თამაშობდა იქიდან სადმე ძლიერ კლუბში ან ჩემპიონატში გადასვლა (ტოპ 5 ჩემპიონატში) იყო რთული რადგან კლუბს რომელსაც 400 000 ევროს აღება უხარია და ლიდერის გაყიდვა ამ ფასად ის კლუბი ნამდვილად დასატოვებელია ელემენტარულად რომ ავიღოთ მარტო ფალკაო ბეშიქთაში უფრო მეტს იღებს თვეში.
მთელი დანის კლუბები რომ შეკრიბონ ყველას ერთად არ ექნება იმხელა ბიუჯეტი რამდენიც აქვს მარტო გალათასარაიას თურქეთში ასე რომ იქ კარგი თამაშით შეიძლება ტოპ თურქულ გუნდში გადასვლა იგივე გალთასარაია იქა ბეშიქთაში ფენერბაღჩე ბაშაქშეჰირი ერდოღანის გუნდი სივასპორი ანტალია საკმაოდ თურქეთში უფრო მეტი პერსპექტივა აქვს ვიდრე დანიაში ქონდა იმ გუნდში მითუმეტეს სადაც იყო.
გიორგი
16 თებერვალი 2020 04:01
1
ყიჩაღ ბიჭებს. ზივზივაძემაც გაიტანა უნგრეთში
დავით
16 თებერვალი 2020 03:59
0
აბურჯანიამ ძაან ლამაზი ჯარიმა გაიტანა... საბა ბრავო წარმატებები
Abooo
16 თებერვალი 2020 00:43
0
აბურჯანია უცხოელია არაფერს რო არ წერთ?დადეთ ვიდეო,მაინტერესებს!!!
ბაჩი
15 თებერვალი 2020 23:40
0
რაც ყველაზე სასიხარულოა ძირითადის ფეხბურთელია თავის კლუბში და ბევრი გოლებს და საგოლე გადაცემებსს ვუსურვებ საბას კიდევ ბევრი თამაშებია დარჩენილი და წარმატებები.!! ასევე სასიხარულოა რომ შენგელიაც ათამაშდა უკვე და ისიც ძირითადის ფეხბურთელია თავის კლუბში ამ ეტაპზე თურქული ტრანსფერები ამართებს და უფრო მეტ წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ბიჭებს.
გიორგი
15 თებერვალი 2020 23:33
0

სიახლეები პოპულარული