ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "სენტ ტრუიდენი" და ამ დამაჯერებელ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეიტანეს.
მწვრთნელმა იეს ტორუპმა, როგორც იქნა, ძირითადში დააყენა ისინი, შეუცვლელად ათამაშა და არც უნანია.
მე-10 წუთზე ქვილითაია საჯარიმოში მცველმა წააქცია და პენალტი დავიდმა გაიტანა.
მე-14 წუთზე ქვილითაიამ თავურით დალაშქრა მეტოქის კარი და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.
26-ე წუთზე
ჩაკვეტაძის პასით გოლი დავიდმა გაიტანა.
მეორე ტაიმში დავიდმა ანგარიში 4:0 გახადა. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეტოქემ კი პრესტიჟის გოლი გაიტანა.
"გენტი" 55 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "სტანდარდს" 7 ქულით გაექცა და პირველ მარტს სტუმრად "სერკლ ბრიუგეს" შეხვდება; იქამდე კი, 27 თებერვალს, ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში "რომას" უმასპინძლებს.