ქართველების ბენეფისი "გენტში" - რომასთან" მატჩშიც მათ კარგ ასპარეზობას ველით [VIDEO]

AutoSharing Option
ნავსი გატყდა - ვნახეთ ის, რასაც ველოდით

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "სენტ ტრუიდენი" და ამ დამაჯერებელ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეიტანეს.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა, როგორც იქნა, ძირითადში დააყენა ისინი, შეუცვლელად ათამაშა და არც უნანია.

მე-10 წუთზე ქვილითაია საჯარიმოში მცველმა წააქცია და პენალტი დავიდმა გაიტანა.

მე-14 წუთზე ქვილითაიამ თავურით დალაშქრა მეტოქის კარი და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.


26-ე წუთზე
ჩაკვეტაძის პასით გოლი დავიდმა გაიტანა.


მეორე ტაიმში დავიდმა ანგარიში 4:0 გახადა. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეტოქემ კი პრესტიჟის გოლი გაიტანა.

"გენტი" 55 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "სტანდარდს" 7 ქულით გაექცა და პირველ მარტს სტუმრად "სერკლ ბრიუგეს" შეხვდება; იქამდე კი, 27 თებერვალს, ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში "რომას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩვენი იმედია ჩაკვე, მაგრამ ეს ხალხი რატომ აკრიტიკებს ამ სალუქვაძეს ვერ ვხვდები,ან მის ნათქვამთან რა კავშირშია ტოტალიზატორიო და შავბნელი რაღაცეებიო.. მოკლედ რაა ზუსტადაც მართალი თქვა სალუქვაძემ, აქ ყველა ნათქვამი არაა დაწერილი, გადაცემა ნახეთ ჯობია. ისიც თქვა, რომ ნაკლები ტალანტები იყვენენ თუნდაც ჰალილოვიჩიო? ანდაც ბოიან კრკიჩი?? მაგრამ ყველას დაავიწყდაო? რატომ? იმიტომ, რომ თავის დროზე როცა უნდა ეთამაშათ არ უწევდათ თამაშიო.. ასეა, მართლაც.. ნებისმიერი წუთი, დღე, თვე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ნებისმიერმა ფეხბურთელმა, რომ ითამაშოს.. მესმის ჩაკვესის, თუმცა ბელგია მეც არ მგონია ის დონე, სადაც ჩაკვეტაძემ უნდა ითამაშოს, მითუმეტეს გენტი. უნდა წავიდეს ტოპ 5 ჩემპიონატში აუცილებლად, გაატრაკოს უნდა მწვრთნელთან და პრეზიდენტთან. წარმეტებები ჩაკვეე
ზუზუ
03:18 24-02-2020
1
გამიჩნდა იმედიი!! ესენი თუ ჩაჯდნენ სასტავში რეგულარულად ევროპაზე გავალთ!!
შოთა
01:04 24-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული