სეტუბალის "ვიტორიას" მეკარე გიორგი მაკარიძე მეოთხედ შეიყვანეს ტურის სიმბოლურში.
მაკარიძე, რომელმაც "ბენფიკასთან" მატჩი ჩინებულად ჩაატარა (1:1) და თავის გუნდს მრისხანე მეტოქესთან ქულის მოპოვებაში დაეხმარა, goalpoint.pt-მა ზედიზედ მეორედ და მიმდინარე სეზონში მეოთხედ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.
გამოცემამ გიორგის თამაში ასე შეაფასა:
"მაკარიძე 7.8. მიჯრით მეორედ სიმბოლურში. ქართველი გოლკიპერი "ბენფიკასთან" მატჩში საუკეთესო იყო და სეზონში მეოთხედ მოხვდა სიმბოლურში. მან "არწივებთან" შეხვედრაში თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა".