ხვიჩა კვარაცხელია: ესეთ რთულ მომენტში გინდა საკუთარ ოჯახთან ერთად იყო

AutoSharing Option
კორონავირუსის პანდემიის დროს შეჩერებულია თითქმის ყველა სპორტული აქტივობა. ჩვენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას დავუკავშირდით და მის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ვესაუბრეთ.

- რა მდგომარეობაა რუსეთში კორონავირუსის პანდემიის დროს?
- ვირუსის ფონზე ყაზანში სიწყნარეა, მაგრამ მაინც ვცდილობთ გარეთ არ გავიდეთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ.

- საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავ?
- საქართველოში ვერ ვბრუნდები, არ არის შესაძლებელი საზღვრები დაკეტილია. ესეთ რთულ მომენტში გინდა საკუთარ ოჯახთან ერთად იყო, მაგრამ არ გამოდის.

- უთამაშებლობის პერიოდში როგორ ინარჩუნებ ფორმას?
- ინდივიდუალური ვარჯიშებით. მე და ზურიკო ბაზაზე ვცხოვრობთ, აქ კი
გვაქვს იმის საშუალება, სატრენაჟორო დარბაზში ჩავიდეთ და ვივარჯიშოთ.

- რას გვეტყვი საქართველოს ნაკრების და ბელარუსის მატჩზე, რომელიც გადაიდო?
- ვფიქრობ თამაშის გადადება ჩვენთვის უკეთესი იყო. რადგან უმაყურებლოდ გაუჭირდებოდა ნაკრებს, ჩვენ გულშემატკივრის დახარება გვჭირდება. ქომაგს აქვს იმედი, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიის ნაკრებში ახალ ფურცელს ჩაწერს.

- როგორ შეაფასებდი შენ სათამაშო ფორმას, ჩემპიონატის გაჩერებამდე?
- მოსამზადებელი ეტაპი კარგად და ნაყოფიერად გავიარე, თითქმის ყველა თამაშში ვითამაშე. რაც შეეხება ჩემპიონატს, ვფიქრობ პირველი მატჩი კარგად ჩავატარე , მეორეში კი უმნიშვნელო წითელი ბარათი მივიღე, მაგრამ ვფიქრობ რომ ყველა ადამიანი შეცდომებზე სწავლობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
დარწმუნებული ვარ მალე ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები!
მენტალური მომზადების ცენტრი
16:56 21-03-2020
1
ძალიან ავარდნილი და მინდორზე ზედმეტად მოსაუბრე ფეხბურთელი გახდა ეს,თამადასავით სულ ხელებს შლის
იკო
22:39 21-03-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული