"ჩემს კარიერაში ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ. რაც მთავარია, სერიოზული ტრავმა არ მქონია და სტაბილურად ვთამაშობ. ზედმეტი წონის პრობლემა არასოდეს მაწუხებდა, მაგრამ სწორი კვება და დიეტა აუცილებელია. ამას უკანასკნელ ხანს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის, მეტს მინდა მივაღწიო.
თავს ვიცავთ და ყველა შეტევას ცენტრიდან ვიწყებთ. შანსს მოთმინებით ველით და თამაშს სწრაფ კონტრშეტევაზე ვაგებთ. ჩვენი სტილი გახსნილი ფეხბურთი არ არის.
"ანორთოსისთან" კონტ
რაქტი მომავალ წელს მიმთავრდება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რა შედეგსაც უნდა მივაღწიოთ, ჩემი მიზანი ამ ზაფხულს უფრო ძლიერ გუნდში გადასვლაა. ჩემპიონობისათვის ვიბრძვით. მინდა თემურ ქეცბაიასთვის ამას მივაღწიოთ, მადლობა გადავუხადო და უკეთეს ჩემპიონატში გავაგრძელო კარიერა".