შოთა არველაძემ ფრანგულ გამოცემასთან ჩაკვეტაძე შეაქო - მას არ უკვირს, რომ "ბორდო" ეპატიჟება

AutoSharing Option
"ფახთაკორის" მწვრთნელმა შოთა არველაძემ ფრანგულ Leerosportnews-ს ინტერვიუ მისცა და გამოცემის ჟურნალისტის მიერ "ბორდოთი" "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესებაზე დასმულ კითხვაზეც უპასუხა.

- "ბორდო" ორ ფეხბურთელს აკვირდება - უზბეკ შომორუდოვსა და გიორგი ჩაკვეტაძეს. მათზე რას ფიქრობთ?
- ელდორს კარგად ვიცნობ, ეფექტური ბომბარდირია, რომელიც ჩემის აზრით, უფრო ჰოლანდიის ან ინგლისის ჩემპიონატს შეეფერება.

გიორგის შესანიშნავი ტექნიკა აქვს, თუმცა ამ სეზონში ცოტას თამაშობდა. გასულ წელს კინაღამ დიდ გუნდში გადავიდა, მაგრამ ეს არ მოხდა. არ მიკვირს, რომ "ბორდო" ეპატიჟება, რადგან მას თამაშის ხედვა აქვს, რაც მაღალი კლასის
ფეხბურთელისთვის საჭიროა. როდესაც ფეხბურთელი მოედანზე განსხვავებას ქმნის, აუცილებლად ყველაზე მაღალი დონისკენ მიისწრაფის, "ბორდო" კი ევროპაში მნიშვნელოვანი კლუბია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
აბა, ჩასაფრებულო გულღრჯოებო, გადმოანთხიეთ სასწრაფოდ გესლი, თორემ დაიხრჩობით.
გოჩა
22:47 25-04-2020
5
გიორგი ქინქლაძეს კიდევ სადღეგრძლოთში დაულოცია, ყველა ჩემ სესხნიას გაუმარჯოს და ჩემზე დიდი ფეხბურთი ეთამაშოსო :)
აბაა
22:44 25-04-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული