"ტრაბზონსპორის" მღელვარება ჩაკვეტაძის გამო - გიორგის ინგლისური გრანდიც აკვირდება

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე უკანასკნელ ხანს თურქული პრესის სატრანსფერო თემის "მთავარი პერსონაჟია".

პირველად ჩაკვეტაძის პერსონით "ტრაბზონსპორის" დაინტერესების შესახებ ინფორმაცია karadenizgazete-მ გაავრცელა და მას შემდეგ ლამის ყოველდღე ყველა მედიასაშუალება მასზე ახალ-ახალ ამბებს იუწყება. ამჯერად takvim-ის მიერ გამოქვეყნებულ მცირე წერილს გთავაზობთ:

"ტრაბზონსპორის" მღელვარება გიორგი ჩაკვეტაძის გამო

"გენტის" შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის დამატების სურვილმა "ტრაბზონსპორის" გულშემატკივართა მღელვარება გამოიწვია. გუნდის ფანებს ძალიან უნდათ, ქართველი თავიანთ გუნდში იხილონ. აი, რას წერენ ისინი კომენტარებში: "ჩაკვეტაძე მომავალში ვარსკვლავი გახდება", "მას დიდი პოტენცილი აქვს", "მოდით, არ გავუშვათ ხელიდან
ეს ქართველი მოთამაშე".

თუმცა, როგორც ირკვევა, ბელგიური კლუბი მასზე დიდ იმედებს ამყარებს და ადვილად არ შეელევა.

ისიც საგულისხმოა, რომ ჩაკვეტაძეს "ტოტენჰემიც" აკვირდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თურმე არ სძინავს ტრაპზონსფორს იმის შიშით რომ ტოტენჰემმა არ წაართვას.

ხვალ ალბათ ბარსელონას შიშით აღარ დაიძინებენ და ზეგ იუვენტუსის .

ამდენი ბაქი-ბუქი არ გეზარებათ?!

ქართული პრესა აფუჭებთ ფეხბურთელებს, თქვენი არაპროფესიონალიზმი და არაფრისგან პელეების გამოყვანა.
ფეხბურთი
15:00 01-05-2020
5
ევროპის გულიდან გადავიდეს ახალ ლიგაში და თავიდან იმკვიდროს ადგილი იგივე დონის ლიგაში ამ აჟიოტაჟად მგონი არ ღირს. აშკარად ბევრად უკეთეს ლიგაში თამაშს იმსახურებს, თუმცა ამბად რომ ბევრი მთხოვნელი ყავს და მათ შორის ტრაბზონსპორი სასიამოვნოა და მეტი არასფერი!
ირაკლი
00:49 01-05-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული