Tipsbladet: მძიმე ტრავმის მიუხედავად, ევროპამ ჩაკვეტაძე არ დაივიწყა

AutoSharing Option
ყველაზე ძველმა და ყველაზე პოპულარულმა სკანდინავიურმა სპორტულ-საფეხბურთო გამოცემა Tipsbladet-მა მცირე სტატია მიუძღვნა "გენტის" მთავარ მწვრთნელ იეს ტორუპს და ბელგიური კლუბის ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძესაც შეეხო.

გამოცემა წერს, რომ ბომბარდირ ჯონათან დეივიდს ძალიან ხშირად აკავშირებენ სხვადასხვა კლუბს, თუმცა კანადელი თავდამსხმელი ისევ იეს ტორუპის განკარგულებაშია. მიუხედავად ამისა, დიდი შანსია, დანიელმა სპეციალისტმა ფორვარდი ზაფხულში დაკარგოს.

ასევე, ტორუპი ძალიან ახლოს არის კიდევ ერთი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის დაკარგვასთან. საქმე ეხება გიორგი ჩაკვეტაძეს.

"ქართველმა ფეხბურთელმა წამყვანი ევროპული კლუბების ინტერესი მიიპყრო, ისეთების, როგორებიც "ბარსელონა" და "რომა" არიან.
მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველს თვეები მძიმე ტრავმის გამო გაუცდა, საფეხბურთო ევროპამ ის მაინც არ დაივიწყა", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აიაქსი იდეალური იქნება
beqa
18:40 04-05-2020
0
აიაქსი რაა,აიაქსი.ზედგამოჭრილია.დიდ პროგრესს მიაღწევს აიაქსში ჩაკვეტაძე.ჩემპიონატი შემტევი,ნაკლებად ხისტი,დიდი სივრცეები.ნაღდად გაქაჩავს.საქმე ისაა აიაქსი თუ მოინდომებს,რაც სამწუხაროდ ნაკლებად სავარაუდოა.აბა ბორდო და საფრანგეთის ვირული ჩემპიონატი,მგონი ტრავმიანი იქნება.
master
17:56 04-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული