ბელგიაში სეზონი არ განახლდება - ჩაკვეტაძე და ქვილითაია ვიცე-ჩემპიონები გახდებიან

AutoSharing Option
ბელგიის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ყველა სპორტული ღონისძიების 31 ივლისამდე ჩატარება აკრძალა, - იტყობინება HLN.be. იმის გათვალისწინებით, რომ უეფამ ეროვნულ ფედერაციებს ჩემპიონატების 3 აგვისტომდე განახლება სთხოვა, ბელგიაში სეზონი ვადამდე დასრულდება.

ბელგიის ლიგამ ევროპაში პირველმა გამოაცხადა ჩემპიონატი ნაადრევად დასრულებულად, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ახლა კი ამის შესახებ 15 მაისს, კლუბების გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადებენ.

ჯერ უცნობია, როდის დაიწყება ბელგიაში ახალი სეზონი. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ჩემპიონი "ბრიუგე" გახდება, ხოლო ვიცე-ჩემპიონი - "გენტი", რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ.
შესაბამისად, "გენტი" ვერცხლის მედლების მფლობელი გახდება და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში თუ მოხვდებიან სჯობს დარჩნენ ქართველები გუნდში, თუ არადა აუცილებლად უნდა წავიდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ გენტი საშინელი გუნდია.
romastan tamashi tu gakvt nanaxi dametanxmebit...
16:16 08-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული