ბელგიური გამოცემა: ქვილითაია "გენტში" შანსს როდემდე უნდა ელოდოს?

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა sportmagazine.knack.be აქვეყნებს სტატიას "გენტის" შესახებ და სხვადასხვა ფეხბურთელებსაც განიხილავს, მათ შორის საქართველოს ნაკრების ცენტრფორვარდ გიორგი ქვილითაიას შესახებაც წერს.

"მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ქვილითაიამ საბოლოოდ მოირჩინა ტრავმა, ჯერ კიდევ უცნობია როდის მიიღებს ქართველი თავდამსხმელი თავის შანსს.

აშკარაა, რომ ქვილითაიას თამაში სწყურია, ქართველი მოუთმენელი ხდება და ეს მის თამაშსაც ეტყობა. იგივე შეიძლება ვთქვათ ლუსტიგის შესახებაც, რომელიც "სელტიკიდან" კარგი ბიოგრაფიით მოვიდა, თუმცა შემადგენლობაში ადგილი ვერ იპოვა,"- წერს საიტი.

გიორგიმ ბლეგიის აწ უკვე დასრულებულ სეზონში მხოლოდ 865 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველმა
ფორვარდმა 1 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და საკუთარ გუნდს 3 პენალტი მოუპოვა. ბელგიის თასზე კი 2 ჩატარებულ მატჩში 2-ჯერ გამოიჩინა თავი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მეც მგონია რომ ქვილთაიამ იჩქარა რაპიდიდან წამოსვლა. მას ენდობოდნენ და კიდევ უნდა დარჩენილიყო.
G.LA
10:22 11-05-2020
0
იყო კარგ გუნდში ავსტრიაში, სადაც ათამაშებდნენ და გოლებიც გაჰქონდა, მაგრამ აგენტები ჰყავთ ისეთი, რომ გვიხარია ციმბირში რომ არ ამოაყოფინოს თავი.
ავთო
02:10 11-05-2020
0

სიახლეები პოპულარული