soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი

AutoSharing Option
soccer.ru-მ მკითხველს რუსეთში მოასპარეზე ქართველ ლეგიონერებზე შესთავაზა წერილი.

ოფიციალურად რუსეთის პრემიერლიგაში ქართული დიასპორა ასეულ ფეხბურთელზე მეტს ითვლის და რაოდენობით მხოლოდ უკრაინელებს, ბელარუსებს, ბრაზილიელებს და სერბებს ჩამოუვარდება. თუმცა, ეს მხოლოდ "ოფიციალური საქართველოა", ანუ რომლებიც თავიანთი ქვეყნის ნაკრებში თამაშობდნენ და კიდევ რამდენია სამარელი წიკლაურისა და მოსკოველი ჯიქიას მსგავსი ეთნიკური ქართველი? მიუხედავად წარმომავლობისა, ისინი რუსებად უნდა ჩაითვალონ, ისევე, როგორც ომარ თეთრაძე, რომელმაც რუსეთის ეროვნული გუნდი აირჩია. ამიტომ მათ ქვემორე სიაში ვერ იხილავთ. სამაგიეროდ, იხილავთ სხვა შესანიშნავ ფეხბურთელებს.

1. გიორგი დემეტრაძე (ალანია, ლოკომოტივი) -
77 მატჩი, 44 გოლი
მიუხედავად იმისა, რომ დემეტრაძემ ბევრ თანამემამულეზე ნაკლები მატჩი ჩაატარა რუსეთში და ტიტულებმაც ვერ გაუღიმა, სწორედ მან გაიბრწყინა ყველაზე მეტად. ამისათვის საკმარისია სტატისტიკას გადავხედოთ! 1999 წელს 21 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სამწუხაროდ, ტრავმებმა და საეჭვო ნაცნობებმა მას ღირსშესანიშნავი კარიერის შექმნის საშუალება არ მისცა, 2010 წელს კი ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2 წელში ამნისტიით გამოვიდა.

2. ზაზა ჯანაშია (ლოკომოტივი) - 194 მატჩი, 50 გოლი
ზაზა ჩემპიონი ვერ გახდა, სამაგიეროდ, ოთხჯერ მოიგო თასი, სამჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორი, იური სიომინის გუნდთან ერთად ორჯერ გავიდა თასების მფლობელთა თასის ნახევაფინალში. ჯანაშია "ლოკომოტივის" საუკუნეთა შესაყარის ერთ-ერთი სიმბოლოა, თავდამსხმელი, რომელსაც ზედმეტი წონაც კი არ უშლიდა სისტემატურად გოლების გატანაში ხელს და მათ კულბიტებით აღნიშვნაში.

3. საბა კვირკველია (რუბინი, ლოკომოტივი) - 214 მატჩი, 7 გოლი
საბა უკვე 10 წელზე მეტია რუსეთში ასპარეზობს. ძალიან ახალგაზრდა "ზენიტის" აკადემიაში მოვიდა, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე დებიუტი "რუბინში" ჰქონდა, შემდეგ კი "ლოკომოტივში" გადაბარგდა, რომელთან ერთადაც რამდენიმე ტურნირი მოიგო და ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. ის ორჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო 2017/18 წლების სეზონში - რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ცენტრალური მცველი.

4. ჯანო ანანიძე (სპარტაკი, როსტოვი, კრილია სოვეტოვი) - 179 მატჩი, 22 გოლი
"სპარტაკში" მისგან უდავოდ მეტს ელოდნენ, მეტადრე, ფიზიკურად სუსტი აღნაგობის ტალანტის დამაჯერებელი სტარტის შემდეგ, რომელმაც სადებიუტო გოლი ჯერ კიდევ მაშინ გაიტანა, როდესაც 17 წლის არ იყო, მალე კი რუსეთის ჩემპიონატში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა. მიუხედავად ამისა, ჯანომ მოიგო რა რუსეთის ჯილდოების სრული კომპლექტი, ფაქტობრივ წარმატებებს მიაღწია და თავისი კვალი დატოვა. ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი "სპარტაკთან" ერთად გახდა, აგრეთვე თასი მოიგო "როსტოვში". შესანიშნავი მატჩები ჩაატარა განსაკუთრებით დონის ნაპირებზე და "სპარტაკის" საჩემპიონო სეზონის პირველ ნახევარში.

5. მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი) - 157 მატჩი, 9 გოლი
კარგი, პროპორციული აგებულების მქონე მცველმა კარიერის მთავარ კლუბად "ლოკომოტივი" გაიხადა: რკინიგზელთა ღირსებას 7 წლის მანძილზე იცავდა, 2004 წელს ჩემპიონი გახდა, მოიგო თასი და სუპერთასი. 2010 წელს "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მალხაზისთვის კონტრაქტი არ გაეგრძელებინა, მან კი 29 წლის ასაკში უეცრად კარიერა დაასრულა.

6. მიხეილ აშვეთია (ალანია, ლოკომოტივი, რუბინი, როსტოვი) - 150 მატჩი, 34 გოლი
1997 წელს აშვეთია ხან "ალანიაში" თამაშობდა და ხან სამშობლოში ბრუნდებოდა, ასე ორჯერ გააკეთა, მესამედ მოსვლა კი გადაწყვიტა, გაეხანგრძლივებინა - "ლოკომოტივში" გადავიდა, რომელთან ერთადაც ჩემპიონი გახდა, ხოლო შემდეგ წელს სუპერთასს დაეუფლა. მიხეილი, რომელმაც კარიერაში დაახლოებით 200 გოლი გაიტანა, დიდი ნიჭის პატრონი იყო, მაგრამ არ შეეძლო დიდხანს მოტივირებული ყოფილიყო. როდესაც ფორმაში გახლდათ, მეტოქეებს შავ დღეში აგდებდა, თუმცა ზოგიერთ მატჩში მოედანზე დადიოდა.

7. ლაშა სალუქვაძე (რუბინი, ვოლგა) - 131 მატჩი, 4 გოლი
შრომისმოყვარე ლაშამ ყურბან ბერდიევის ყურადღება მიიპყრო და "რუბინს" ორჯერ ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ის ბერდიევის ტიპური უნივერსალური ჯარისკაცი იყო, რომელიც ზუსტად ასრულებდა ინსტრუქციებს და ზედმეტ კითხვებს არ სვამდა. ყაზანში ლაშამ ყველა პოზიციაზე ითამაშა, საყრდენის ზონაშიც და ყველგან განსაკუთრებულად სასარგებლოდ მოქმედებდა.

8. ლევან კობიაშვილი (ალანია) - 24 მატჩი, 6 გოლი
ჩვენთან თითქმის არ უთამაშია, მაგრამ ბრწყინვალე კვალი დატოვა. ამიტომ მის გარეშე რუსეთის ჩემპიონატში ქართველების კვალი დაობლებულივით იქნება. ლევანმა იჯარის წესით ვლადიკავკაზში 1997 წლის სეზონი ჩაატარა, რომლის მიხედვით, რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტად, საუკეთესო ლეგიონერად და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. კობიაშვილმა შემდგომში წარმატებული კარიერა აიწყო ბუნდესლიგაში და 100 ჩატარებული მატჩით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი გახდა.

9. ალექსანდრე ამისულაშვილი (შინიკი, ნალჩიკის სპარტაკი, კრასნოდარი, კრილია სოვეტოვი) - 215 მატჩი, 14 გოლი
რუსეთის რამდენიმე კლუბში თავგამოჩენილი კიდევ ერთი ქართველი მცველი. ახალგაზრდა ამისულაშვილი საქართველოდან კიევის "დინამომ" წაიყვანა, რომელსაც ძლიერი ქართველი მცველების არჩევის ალღო გააჩნია და მართალია, კიევში კარიერა ვერ აეწყო, შემდგომში ძლიერად თამაშობდა ნალჩიკის "სპარტაკში", სადაც მიოდრაგ ჯუდოვიჩთან ერთად ცენტრალური მცველების ტანდემი შექმნა, "კრასნოდარში" კი კაპიტანი გახდა.

10. გია გრიგალავა (როსტოვი, მოსკვა, ვოლგა, კრილია სოვეტოვი, ანჟი, არსენალი) - 194 მატჩი, 6 გოლი
რუსეთის პრემიერლიგის მთავარმა ქართველმა "მფრინავმა" გრიგალავამ ექვსი სხვადასხვა გუნდი გამოიცვალა(!). მას არ გააჩნია ტროფეები და სახალხო აღიარება, მაგრამ რუსეთში თითქმის 15 წლის განმავლობაში თამაშის გამო მისდამი პატივისცემის გამოხატვაა საჭირო. ცნობილი მიზეზების გამო სეზონი რომ არ შეჩერებულიყო, გია რუსეთის პრემიერლიგაში მე-200 მატჩს ჩაატარებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, იუბილე ცხრა მთას იქით არ არის.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუ გვატენით რუსულს!ევროპული არის ბევრად უკეთესი :)
ჯვარს ეცვი თუ გინდა საშველი, არ არის არ არის არ არის
15:26 06-01-2024
0
მურთაზა შელიაც უნდა იუოს☺
chechena111
07:52 22-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული