როგორც რუსული საფეხბურთო საიტები წერენ, ვოლგოგრადის "როტორი" მოსკოვის "სპარტაკთან" გიორგი მელქაძის იჯარის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს.
პრემიერლიგაში დაწინაურებულ ვოლგოგრადელებს წარმოშობით ქართველი ფორვარდის აყვანა მომდევნო სეზონის განმავლობაში სურთ.
23 წლის გიორგი მელქაძე მიმდინარე სეზონში "სპარტაკმა" "ტამბოვში" გაანათხოვრა, რომლის მაისურით რუსეთის უმაღლეს ლიგაში ფორვარდმა 13 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა. აქამდე დაიწერა, რომ "ტამბოვს" მელქაძის გამოსყიდვა არ შეეძლო.
ვოლგოგრადულ კლუბში კი ყაზანის "რუბინიდან" განათხოვრებული ქართველი ფორვარდი ბექა მიქელთაძე იყო, რომელმაც რუსეთის პირველ დივიზიონში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა და
წითელი ბარათი მიიღო. როგორც ჩანს, მიქელთაძე "რუბინს" უბრუნდება.