კიტეიშვილის ორკაცნაკლული "შტურმი" "ზალცბურგმა" გაანადგურა

AutoSharing Option
10 ივნისს, ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" საკუთარ მოედანზე 1:5 განადგურდა ლიდერ "ზალცბურგთან".

სტუმრები უკვე 21-ე წუთზე 3:1-ს იგებდნენ, რის შემდეგაც მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა მცველი ლუკას სპენდლჰოფერი გააძევა და მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ 71-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო გრაცელთა მცველმა ოპოკუ დონკორმა და მისი გუნდი ორკაცნაკლული დარჩა.

კიტეიშვილი კვლავ სასტარტოში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.

"შტურმმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, 16 ქულით ფინალურ ექვსეულში უკანასკნელ ადგილზეა და 14 ივნისს გასვლაზე "ჰარტბერგს" დაუპირისპირდება.

კიტეიშვილის ორკაცნაკლული "შტურმი" "ზალცბურგმა" გაანადგურა" style="height: 50px; width: 50px;" />ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამარჯობათ მეგობრებო, კაი ხანია არ დამიწერია. საცოდაობაა კიტეს ამ გუნდში თამაში, აშკარად მეტს იმსახურებს, ბევრად მეტს, მაგას აგენტი არ უვარგა. ეხლა, თუ ბელარუსს მოვუგეთ და საერთოდაც გავედით, მერე მართლა კაი გუნდი იყიდის. არა მარტო მაგას, დვალი, ტაბიძე კაი გუნდებს იმსახურებენ, მაგარი მცველები არიან. ჩაკვე გაქაჩავს და არაბიძის იმედიც მაქვს, თუ ტრამვებმა არ შეუშალეს ხელი, თუ მოირჩინეს ბოლომდე, აი ესაა პრობლემა. პაპუნას არ უნდა ეთამაშა დიდი ფეხბურთი? ტრამვა მურტალი რამეა, ბევრი გააფუჭა. დავითაშვილი და კვარაცხელია კაი ბიწები არიან, ბერიზე სტაბილურია, მარა არაბიძის და ჩაკვეტაძის, ასევე პაპუნაშვილის დონე არაა, ამიტომ იქნებ ტრამვები მოირჩინონ ბიჭებმა. ეს პაუზა ისე მაგენს წაადგებოდათ ტრამვის მოშუშების ამბავში და ნეტავ ასეც მოხდეს, კაი დასვენება კი მოუწიათ, ახლა სრაზუ ნაგრუზკებიც არ ვარგა ამდენი უთამაშებლობის და ტრამვების მერე. ვნახოთ, კაია რომ კიტე ფორმაშია
ვასო
18:53 13-06-2020
0
აი ამას რა უნდა შტურმში რამე ნორმალურ ლიგაში თამაშს იმსახურებს კარგი და სტაბილური ფეხბურთელია
Jeyjey
14:39 11-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული