ლობჟანიძეს ტრაპიზონში პენალტი არ დაუნიშნეს - მისმა გუნდმა ქულა მოიპოვა

AutoSharing Option
გააფთრებით იბრძვის თურქეთის სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ". გასავარდნად განწირულმა ანკარული კლუბის ხელმძღვანელობამ ზამთარში გუნდის თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალა და ჩვენებურიც მაშინ გადაიყვანა "რანდერსიდან".

ჩემპიონატის 29-ე ტურში "ანკარაგიუჯიუმ" სტუმრად ფრეს (1:1) მიაღწია "ტრაბზონსპორთან" და ლიდერობა დააკარგვინა.

საბა კვლავ სასტარტოში იყო და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, საჯარიმოში მეტოქე გუნდის პორტუგალიელმა მცველმა ჟოაო პერეირამ წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.

63-ე წუთზე მასპინძელთა კარში მაინც დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც კიევის "დინამო
დან" იჯარით აყვანილმა თავდამსხმელმა ჟერსონ როდრიგესმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

79-ე წუთზე ლობჟანიძე შეცვალეს, 83-ე წუთზე როდრიგესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლეს და ქულა მოიპოვეს.

"ანკარაგიუჯიუ" 25 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 4 ივლისს "ალანიასპორს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული