ქართველმა მცველმა "ზიდანის ფინტით" მეტოქე ეფექტურად ჩამოიცილა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გროდნოს "ნემანის" ქართველმა მცველმა გიორგი ქანთარიამ ნებისმიერი შემტევისთვის სასურველი ტექნიკა გამოავლინა და ბელარუსის მოქმედ ჩემპიონთან შეხვედრაში მეტოქე ე.წ. ზიდანის ფინტით მოატყუა.

ბელარუსის პრემიერლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში "ნემანი" საკუთარ მოედანზე ბრესტის "დინამოს" მასპინძლობდა, როცა 23 წლის ქართველმა მოედნის საკუთარ ნახევარზე ეფექტურად მოატყუა მოწინააღმდეგე და თითქმის მეტოქის საჯარიმომდე ჩავიდა, თუმცა მიახლოებული წააქციეს...

მსგავსი მოქმედება იმდენად უცხოა ბელარუსის მსგავსი ჩემპიონატებისთვის, თან მცველის მიერ გაკეთებული ფინტი, რომ ქანთარიას მოძრაობა უცხოური მედიის ყურადღების ქვეშაც მოექცა.

"ნემანმა" კი "დინამოს" ანგარიშით 1:0 მოუგო და ჩემპიონატის ცხრილში მე-3
პოზიციაზე გადაინაცვლა. ქართველის გუნდი ლიდერ "ბატეს" 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.


altsovsport: უნივერსალი ქანთარია და ტექნიკური გაბრიელ რამოსი უკეთეს გუნდებში თამაშს იმსახურებენ

altბელარუსმა მწვრთნელმა გიორგი ქანთარიას და საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 2 /
ზიდანის ფინტი კიარა, ქანთარიას ფინტია ეგ და ზიდანსაც კარგად გამოსდიოდა
0
ალბათ გინდოდათ გეთქვათ ქართველმა მცველმა ფინტით მეტოქე ეფექტურად ჩამოიცილაო?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული