ავსტრიის ბუნდესლიგის ფინალური ექვსეულის ბოლოსწინა ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" სტუმრად 2:5 დამარცხდა "ზალცბურგთან", რომელიც გასულ კვირაში მიჯრით მეშვიდედ გახდა ჩემპიონი.
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გოლიც გაიტანა. მიმდინარე ჩემპიონატის 30 მატჩში მან 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გრაცულმა გუნდმა მიჯრით მეხუთე შეხვედრაში იწვნია მარცხი და 5 ივლისს, ბოლო ტურში "ჰარტბერგს" უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, ოთარს "ფენერბახჩე" ეპატიჟება და შეიძლება კვირას "შტურმში" უკანასკნელად ითამაშოს. ის თავის გუნდში აშკარად საუკეთესოა და უკეთეს კლუბში ასპარეზობას იმსახურებს.
ზალცბურგი - შტურმი 5:2
გოლები: 1:0 ადეიემი (22), 2:0 ონგუენე (53), 3:0 სზობოზლაი (73), 3:1 კიტეიშვილი (79), 4:1 კოიტა (85), 4:2 დომინგესი (87), 5:2 ბერიშა (88)
გაძევება: ლიუბიჩი (72, შტურმი)
"შტურმის" დირექტორი: კიტეიშვილის სანაცვლოდ 1,5 მილიონი? ქაღალდი ტყუილად არ დახარჯონ
კიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმი" სახლში 2:0-ს იგებდა და წაგება მოახერხა [VIDEO]
"ჰურიეთი": "ფენერბახჩე" კიტეიშვილს 1 მილიონად შეიძენს
კიტეიშვილი თურქულ გრანდში?! - მოლაპარაკებები მალე დაიწყება...
ავსტრიული გამოცემა: კიტეიშვილი "შტურმის" ერთადერთი იმედისმომცემი ფეხბურთელია