ცხადაძის გათავისუფლების საკითხზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა გააკეთა

AutoSharing Option
შიმკენტის "ორდაბასის" პრეზიდენტმა ბახტიარ ბაისეიტოვმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახაბერ ცხადაძის გათავისუფლების შესახებ არსებული ჭორები უარყო.

ყაზახეთის პრემიერლიგის სტარტზე "ორდაბასიმ" "ოჟკეპეცს" მოუგო და "ასტანასთან" ფრედ ითამაშა, თუმცა ჩემპიონატის განახლების შემდეგ ორივე მატჩი წააგო.

"მინდა ბოლო დროს მოარულ ჭორებს გამოვეხმაურო და ვთქვა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ კახაბერ ცხადაძეს სრულ ნდობას ვუცხადებთ, როგორც ეს აქამდე იყო. ჩვენ არავისთან არ გვქონია და სხვა სპეციალისტებთან არც ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.

კახაბერის ხელმძღვანელობით, გასულ სეზონში გუნდმა ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ყაზახეთის
უძლიერეს კლუბებს შორის დაიკავა ადგილი. ამ სეზონში კი კორონავირუსის პენდემიის გამო კლუბები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: ჩემპიონატი შეჩერდა, სრულფასოვანი ვარჯიშები ვერ ტარდებოდა. ეს და კიდევ ბევრი ფაქტორი, ცხადია, როგორც შედეგებზე, ისე თამაშის ხარისხზე მოქმედებს.

მხოლოდ 4 ტურია გასული და დასკვნების გაკეთება ნაადრევად მიმაჩნია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამწვრთნელო შტაბში არანაირი ცვლილება არ იგეგმება", - განაცხადა ბაისეიტოვმა.

51 წლის კახი ცხადაძე "ორდაბასის" 2018 წლის ივნისიდან წვრთნის. გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდი ყაზახეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილზე გავიდა.

მომზადებულია vesti.kz-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული