![](https://sportall.ge/pictures/image31/bff792f4ed51693f2def50a2da59662e.jpg)
როგორც ჩანს, მოსკოვის "ლოკომოტივი" საბა კვირკველიასთან დამშვიდობებას აპირებს - ის რუსეთის ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში "უფასთან" (1:1) 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე, იქამდე კი, წინა ორ შეხვედრაში ("სოჭისთან" და "სპარტაკთან") სათადარიგო იყო.
championat-ის ცნობით, "ლოკომოტივი" ცენტრალურ მცველს ეძებს და "ლესტერს" 22 წლის ხორვატის, ფილიპ ბენკოვიჩის (სიმაღლე 194 სმ) იჯარით აყვანაზე ოფიციალურად მიმართა.
![კვირკველიას სიტუაცია მძიმდება - მის პოზიციაზე "ლესტერის" მცველის აყვანას ცდილობენ Sportall.Ge](/pictures/artimages/original/0f4144d72909ae80a94a19487ddb41c8.jpg)
ბენკოვიჩი "ლესტერმა" 2018 წელს ზაგრების "დინამოსგან" 14.5 მილიონ ევროდ შეიძინა და ჯერ "სელტიკში" გაანათხოვრა, შემდეგ კი - "ბრისტოლში".
ის ხორვატიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი 1 მატჩში აქვს
მონაწილეობა მიღებული.
ამათი პრობლემა რუბლის გაუფასურებაა , კი აძლევენ ამათ ოხრად რუბლს მაგრამ დოლარი სულ უფრო ცოტაა