გავიხსენოთ, როგორ შეაფასა უტკინმა ხვიჩას ტრანსფერი "რუბინში"

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ყაზანის "რუბინის" ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ბევრი შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ცსკა-მ "რუბინთან" გამართულ მატჩში ვერ გაიმარჯვა, თუმცა, იმედია, არ მიწყენთ. როგორ ფიქრობთ, რისთვის იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია?!

სწორედ იმიტომ, რომ მას გუნდისთვის შედეგი მოეტანა; იმიტომ, რომ გაზრდილიყო. აი, შეხედეთ: "ურალის" კარი ვარდნაში გიჟური გოლით დალაშქრა. აქ ცსკა-სთან წაიღო ბურთი და პენალტი მოიპოვა, ბრწყინვალე მოძრაობით ჩამოიშორა მოწინააღმდეგე, რომელმაც შემდეგ წააქცია", - თქვა უტკინმა "ეხო მოსკვის" ეთერში.

19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის
მიმდინარე გათამაშებაში 25 შეხვედრა ჩაატარა, ძირითად შემადგენლობაში კი 12 მატჩი დაიწყო. მოედანზე გატარებულ 1286 წუთში ხვიჩამ 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
უტკინი ჯიგარია
kaxa
16:26 29-10-2020
0
ტოპ გუნდში სათამაშოდ ჯერ არაა მზად ხვიჩა. იქ ყველა ტალანტია და თავზე ხელს არავინ გადაგისვავს. ამიტომ სუნთქვა უნდა გაიძლიეროს და თუ წავა, ძირითადში უნდა დადგეს, რადგან ბარსელონას სათადარიგოზე ჯდომას, ბოლნისის სიონის ძირითადში თამაში ჯობია.
ჟორა გაბრიჭიძე
11:30 29-10-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული