საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ "იუთუბის" არხზე ჟურნალისტ სერგეი ეგოროვთან "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და "ლოკომოტივის" გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე გააკრიტიკა.
- კიკნაძემ ხვიჩა კვარაცხელია დაკარგა. მას ერთი მინუსი უკვე აქვს და მეტის ჩამოთვლა საჭირო არ არის, ყველა დანარჩენი მინუსია: კონფლიქტი გულშემატკივრებთან, სიომინის დათხოვნა. გასაყიდად საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა, რომელიც შემადგენლობაში ჰყავდა. ის უკვე ერთი წელია მირანჩუკის გაყიდვას ვერ ახერხებს და გუნდში მურილიო და ჟოაო მარიო მიიყვანა. მან თავისი სრული უსუსურობა აჩვენა.
- კვარაცხელიას წასვლაში გასაკვირი რა იყო?
- ის გუნდში იყო,
ნახევარი წელი "ლოკომოტივში" ითამაშა და რანგით დაბალ გუნდში წავიდა. "ლოკომოტივში" იყო და ბრწყინავდა, მისი შემდგომი ფორმირების შესაძლებლობები მოჩანდა და კლუბში ყველა ძალიან თბილად ექცეოდა. თვით მირანჩუკებმაც კი მიიღეს.
- რატომ გაუშვეს ხელიდან?
- რატომ გაუშვეს ხელიდან?
- შეთანხმების მიღწევა არ შეუძლიათ.
- მართალია, რომ ხვიჩა 3 მილიონი ევრო ღირდა - ეს აგენტის კომპენსაცია და კიკნაძემ ფული არ გადაიხადა?
- დიახ. მოკლედ - ასეა. თუმცა, თუ ახლა დავურეკავთ რუსტემ ფიდაევის ძე საიმანოვს (რუბინის გენერალური დირექტორი - რედ.) და კვარაცხელიაში 10 მილიონს შევთავაზებთ, ერთ ადგილას გაგვაგზავნის. ასეთ თანხაზე არც დაგველაპარაკება. რა თქმა უნდა, ის 10 მილიონზე მეტი ღირს. ვფიქრობ, უკვე დღეს მისი ფასი 15 მილიონზე მეტია. თუ "რუბინი" ევროტურნირებამდე მიაღწევს, მისი ფასი "ძლიერ გაფრინდება". ის 19 წლისაა! მოედანზე ყველაფერს აკეთებს და როგორ შეიძლებოდა ასეთი მოთამაშის ხელიდან გაშვება?".
ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრემიერლიგა 8-11 აგვისტოს აიღებს სტარტს და პირველ ტურში "რუბინი" სწორედ "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.
ჭკუა თუ აქვთ ევროპულ გრანდებს უნდა იყიდონ.
Rava asulelebt im bavshvs, fexburtis tamashi acadet, mavneblebo
Jer sada xar, acade.