მოსკოვის "ლოკომოტივმა" მცველი საბა კვირკველია არც რუსეთის სუპერთასზე "ზენიტთან" (1:2) არ ათამაშა და მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, როდესაც "რკინიგზული" გუნდი 31 წლის სერბ სლობოდან რაიკოვიჩს დაიმატებს.
"ლოკოს" ხელმძღვანელობას რაიკოვიჩთან კონტრაქტის გაფორმება არ უნდა, მაგრამ მწვრთნელმა მარკო ნიკოლიჩმა თავისუფალ აგენტად მყოფი თანამემამულის ტრანსფერი დაიჩემა. მოკლედ, ნიკოლიჩს რაიკოვიჩის გუნდში აყვანის ნებართვა მისი პასუხისხმგებლობით დართეს.
"ლოკომოტივის" ვერცხლის მედლებით დაჯილდოებაზე არ მიიწვიეს ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი, რომელმაც თქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 12 მატჩი მოიგო, მის გარეშე მხოლოდ 4 და მედალი ეკუთვნის.
"ლოკოს"
გულშემტკივრებმა გუნდთან შეხვედრისას კლუბის გენერალურ დირექტორ ვასილ კიკნაძეს შეუტიეს, მან კი განუცხადა, რომ გადაწყვეტილებებს ისინი იღებენ და არა ქომაგები, სერიოზულ გავლენას ვერაფერზე ვერ მოახდენენ, რამდენიც უნდათ იმდენი შეუძლიათ აკრიტიკონ და თუ ასე გააგრძელებდნენ, ფეხბურთელებს შეხვედრიდან წაიყვანდა.