ჩაკვეტაძე სეზონს იწყებს - ის უკვე განაცხადშია

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და მწვრთნელმა იეს ტორუპმა ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში "კორტრიკთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა.

გასულ ტურში "გენტი"სტუმრად "სენტ-ტრუიდენთან" 1:2 დამარცხდა და ტორუპმა ჯონათან დავიდის პოზიციაზე რომან ბეზუსი დააყენა, რომელმაც იმედები ვერ გაუმართლა და მეორე ტაიმში შეცვალა. დავიდი "ლილში" გადავიდა, ახლა ტორუპი მის შემცვლელს ეძებს და ალბათ, ჩაკვეტაძეს ათამაშებს. საკითხავია, შუძლია თუ არა მას 90 წუთი ითამაშოს.

Sportall.Ge

განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაც და მისი ახალი კონკურენტი, ტრავმამორჩენილი გერმანელი ტიმ კლაინდიენსტიც.

"გენტისა" და "კორტრიკის" შეხვედრა 15 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00
საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
Midi gio miaceki shen gaaxare chveni eri da velodebid kide carmatebul shens tamashs carmatebebi cin svla gvikvarxar kartvel xalxs
Rezi
12:39 14-08-2020
2
მთავარი ის არი რომ ჩაკვეტაძემ შიშით არ ითამაშოს და ფსიქოლოგიურად განეწყოს დადებითად რათქმაუნდა მწვრვთელმაც უნდა აცადოს ფორმაში შესვლა.კარგია დევიდი რომ გადავიდა ვითომ მაგრამ კონკურენციაში ყალიბდება ფეხბურთელი შეიძლება ჯობდა კიდეც რომ ქონოდა დიდი კონკურენცია.გამაგრდი გიო შენ შემოქციცინებს მთელი საქართველო ღმერთი შენსკენ.
თემური
11:01 14-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული