ჩაკვეტაძე სეზონს იწყებს - ის უკვე განაცხადშია

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და მწვრთნელმა იეს ტორუპმა ბელგიის ჩემპიონატის მეორე ტურში "კორტრიკთან" მატჩის განაცხადში შეიყვანა.

გასულ ტურში "გენტი"სტუმრად "სენტ-ტრუიდენთან" 1:2 დამარცხდა და ტორუპმა ჯონათან დავიდის პოზიციაზე რომან ბეზუსი დააყენა, რომელმაც იმედები ვერ გაუმართლა და მეორე ტაიმში შეცვალა. დავიდი "ლილში" გადავიდა, ახლა ტორუპი მის შემცვლელს ეძებს და ალბათ, ჩაკვეტაძეს ათამაშებს. საკითხავია, შუძლია თუ არა მას 90 წუთი ითამაშოს.

Sportall.Ge

განაცხადშია თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიაც და მისი ახალი კონკურენტი, ტრავმამორჩენილი გერმანელი ტიმ კლაინდიენსტიც.

"გენტისა" და "კორტრიკის" შეხვედრა 15 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00
საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა არის საკითხავი.თითქმის დარწმუმებული ვარ,რომ არ ათამაშებს.ბევრი დისლაიქი მომხვდება,მაგრამ გაგახსენდებით თამაშის შემდეგ.ამაზე საშიმელი მწვრთნელი არარსებობს
სამწუხაროდ
21:36 13-08-2020
4
გიორგის ამ სეზონში ძალიან კარგი შანსი აქვს ტოპ ფეხბურთელობისკენ გადაგას ნაბიჯი ეს სეზონი განსაზღვრავს დიდ წილად მის შემდგომ კარიერას მის პოზიციაზე სერიოზული კონკურენტი აღარ არის როგორიც იყო დევიდი თამაშებს შორის არის საკმარისი დრო შუალედი აღდგენისთვის გენტს აქვს შანსი ლიგაზე გასვლის იქ სანაკრებო თამაშები და ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული წარმატებები და დიდი იმედი მაქვს რომ ათამაშდება ისე როგორც ყველა ელის საქართველოში.
გიორგი
21:09 13-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული