გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტში" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებათ - ეს ადამიანი 67 წლის რუმინელი ლაზლო ბოლონი გახლავთ.
ბოლონის ძალიან ბევრ კლუბში უმუშავია, მათ შორის, პაოკ-ში, "მონაკოში", "რენში", "ნანსიში"; ერთი პერიოდი რუმინეთის ნაკრებსაც თავკაცობდა, ბოლოს კი ბელგიური "ანტვერპის" დამრიგებელი იყო.
თუმცა რუმინელი სპეციალისტის კარიერაში ოქროს ასოებით ჩასაწერი ერთი "დეტალია" - ის 2001-03 წლებში სათავეში ლისაბონის "სპორტინგს" ედგა და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდოს პირველი მწვრთნელი იყო პროფესიონალურ დონეზე.
ჩაკვე ისეც და ასეც დაიმკვიდრებს ადგილს, მთავარია ჯამრთელობამ შეუწყოს ხელი. თან დავიდი აღარაა და უკონკურენტოა. აი ქვილის ამბავში მეეჭვება ძირითადში დამკვიდრების რამე შანსი, რომ ჰქონდეს.