ჩაკვეტაძის გამოუყენებელი მომენტი, არდანიშნული პენალტი და "გენტის" პირველი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ "გენტმა", როგორც იქნა, გაიმარჯვა - საკუთარ მოედანზე "მეხელენს" 1:0 მოუგო.

მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ ტრავმამორჩენილი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუშინ 21 წლის გახდა, ძირითად შემადგენლობაში დააყენა. "ჩაკვეს" პირველი ნახევრის მე-15 წუთზე გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, ცოტა ძლიერი დარტყმა რომ გამოსვლოდა, კიპერი, წესით, უძლური იქნებოდა...


56-ე წუთზე კი ქართველმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, რადგან მსაჯმა ჩათვალა, რომ პენალტის მოთხოვნის გამო სიმულაციას ჰქონ
და ადგილი. ბელგიური გამოცემების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ჩაკვეტაძე მცველმა ტიბო პეირემ საჯარიმოში წააქცია და თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. თავად განსაჯეთ...



გიორგი 73-ე წუთზე რომან ბეზუსმა შეცვალა, იქამდე კი მშვენიერი დრიბლინგი აჩვენა, რომლის ბოლოს დაამტვრიეს...


გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იყო.

გამარჯვების გოლი 36-ე წუთზე რომან იარემჩუკის პასით ანდერსონ ნიანგბომ გაიტანა.

"გენტი" 3 ქულით მე-14 ადგილზეა და 11 სექტემბერს გასვლაზე "ეუპენს" დაუპირისპირდება.

ჩაკვეტაძე და ქვილითაია საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ერთა ლიგის ორი უახლოესი მატჩისთვის გამოიძახა.



მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩაკვეს კვარაცხელია ათითავით სჯობს, მითუმეტეს ეხლა, საერთოდ არ ყოფილა ფორმაში, ჩვენ კი, რატო არ ათამაშებენ! ჩაგრავენო... არაა ბატონო ფორმაში, ვერ ჩადგა, ვერა! და რა ქნან, წასაგებად შეუშვან?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
06 სექტემბერი 2020 18:12
2
კუმას ფურკჲ ჯოხო მარგალურო
ბაჩი
01 სექტემბერი 2020 12:27
3
მა გოუტიი თუ სი გოუტიი სი ყურნა?
ბაჩი
31 აგვისტო 2020 15:25
5
კაცო ჩაკვეს საჯარიმში წაქცევაზე პენალტი არ იყო? მგონი იყო!
იდალგო
31 აგვისტო 2020 15:06
0
იყო იყო და სტატისტიკაში თუ არ ჩაეწერება მწვრთნელის ტვინში ხომ ჩაიწერება?
ბაჩი
31 აგვისტო 2020 17:31
0
სისწრაფე აქვს დაკარგული... ძალიან მინდა რომ აღიდგინოს ტრავმამდელი კონდიციები, მაგრამ ამ 2 ეპიზოდს, რომ ვუყურე ცუდად გავხდი!
aburjga
31 აგვისტო 2020 11:39
5
გუშინ თამაშს სრულად ვუყურე და ფაქტია რომ გიორგი ფორმაში არ არის... მწვრთნელმა ის შუაში დააყენა და ვფიქრობ დღევანდელი მდგომარეობით ის ნაკრებში მარცხენა ფლანგზე კვარაზე მეტ შედეგს ვერ მოიტანს და შუაში გვილია კიტეიშვილი კანკავადან ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს კიტეიშვილი? რონელიც ვფიქრობ გაცილებით უკეთეს ფორმაშია.. სამწუხაროა რომ ნაკრების ლიდერზე ამდენს ვორჭოფობთ მაგრამ დასანანი ფაქტია სასურველ ფორმამდე მინიმუმ კიდევ 5 თამაში აკლია რადგანაც ,,იმ" ჩაკვეტაძის არაფერი ეტყობოდა გუშინდელ მატჩში...(
მევარმე
31 აგვისტო 2020 11:30
5
რა კიტეიშვილი?ღადაობ? კიტეიშვილზე და კვარაცხელიაზე ძლიერი ფეხბურთელი არ გვყავს ამ მომენტში ქართველებს. კიტეზე სტაბილური კი არ მეგულება არავინ საერთოდ. სასწაული ბიჭია 1 წელიწადში დისციპლინირებულ ავსტრიულ კლუბში გუნდის ლიდერად და შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. კიტეს ხელი არ დაედოს ვაისს თორე პირველი მე გამოვალ შენი ნაკრებიდან გათავისუფლების მოთხოვნით :-)
საქართველო
31 აგვისტო 2020 16:58
0
თავდაჯერებულობა უნდა დაიბრუნოს
Emre
31 აგვისტო 2020 04:19
0
http://www.hesgoal.com/ ამ საიტზე დევს, თითქმის ყველა ქვეყნის ჩემპიონატის ლინკები. მგონი ცოტა კვიპროსზე აცრილია, ისე ხარისხი გადასარევი.
ემიგრანტი
31 აგვისტო 2020 01:51
0
www.livetv.ru ზე სპორტის ყველა სახეობის ტრანსლაციის ლინკს ნახავთ. იმედია, ადმინისტრაცია არ დაბლოკავს ჩემს ამ კომენტარს. გმადლობთ!
გიორგი
31 აგვისტო 2020 01:42
0
რუსული საიტები ვირუსებით არის გატენილი.
ქ.გ.
31 აგვისტო 2020 04:15
4
ჩაკვეს სჭირდება დრო ფორმაში შესასვლელათ ახლა მთავარია ჯამრთელად იყოს და მწვრთნელმა მუსცეს სათამაშო დრო ოქტომბრამდე წინ ბევრი თამაშებია რომ ფორმაში ჩადგეს დღეს აშკარად ეტყობოდა რომ არ არის ფორმაში
ზურა
31 აგვისტო 2020 01:28
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული