კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა ნიქოზიას "ოლიმპიაკოსი".
ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია კვლავ შეუცვლელად ათამაშა და ამ უკანასკნელმა 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 90+1-ე წუთზე ქვილითაია მეკარემ საჯარიმოში წააქცია და ოქრიაშვილმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეოთხე გოლია.
შეგახსენებთ, ქვილითაიამ "ბაზელს" სტუმრად ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგებულ მატჩში პენალტი გაუტანა. ის ახლახან "ანორთოსისში" "გენტიდან" იჯარით გადავიდა და ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე ათამაშდა.
"ანორთოსისმა" 5 მატჩში 10 ქულა აიღო და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 17 ოქტომბერს გასვლაზე "სალამისს" დაუპირისპირდება.
რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთელები ნაკრებში შესანიშნავ ფორმაში მყოფები მოდინ და მათგან წარმატებულ თამაშსა და გოლებს ველით!
არ დაუთმოო ოქრიაშვილმა რომ
წერთ, გამიკვირდა. ჩემთან არ არის ეგ :))
ძკივს ამოისუნთქა..
დააკვირდით..