business-gazeta: არ გაგვიყიდოთ ხვიჩა - ის გოლის შემდეგ ტრიბუნაზე შეფრინდა

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ახმატს" შესანიშნავი გოლი გაუტანა და გახარებული ტრიბუნაზე შეხტა, მას კი თანაგუნდელები დაედევნენ. ქართველი ლეგიონერი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ვინ იცის მერამდენედ.

ყველა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებზე გუნდის მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ჟურნალისტები კითხვას უსვამდნენ, თუ რატომ არ გაჰქონდა ხვიჩას გოლი. ზედიზედ ორ შეხვედრაში გატანილი გოლის მერე კი არაფერი უთქვამთ. თითქოს ამ 19 წლის ბიჭმა ყველაფერი ერთბაშად უნდა გააკეთოს. ყველაფერი ყველას ნაცვლად.

Sportall.Ge

არ გაგვიყიდოთ ხვიჩა - წერს მიმოხილვაში ყაზანური გამოცემა business-gazeta და ქართველის გარჯას ასე აფასებს:

"ისევე როგორც "როტორთან",
კვარაცხელიამ გოლისათვის ყველაფერი თავისთვის თვითონ შექმნა. მეტოქე გუნდის მცველ მიროსლავ ბოგოსავაცს ბურთი მოჰპარა. ეს მოედნის ცენტრში მოხდა. ამის შემდეგ ბურთი გაიგდო, კიდევ ერთი მცველი მოატყუა და მეკარეს ჭკვიანურად გაუსწორდა.

ეს ხვიჩასთვის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გატანილი გოლია - ყაზანურ გუნდში თამაშისას განსაკუთრებული მიღწევა. ადრე საგოლე სერიები არ მოუწყვია.

აღსანიშნავია, რომ გოლამდე ბოგოსავაცი ხვიჩას კეტავდა. თავს არ ატყუებინებდა და თამაშის წესებსაც პრაქტიკულად არ არღვევდა. თუმცა, ერთადერთ ეპიზოდში მთელი გარჯა წყალში ჩაუყარა.

ბოგოსავაცი ხვიჩას თავიდანვე არ მეურვეობდა. ჯერ ქართველს ფლანგზე მაქსიმ ნენახოვი მიუჩინეს, რომელსაც მე-9 წუთზე ყვითელი ბარათი აკიდა, რის შემდეგაც მწვრთნელმა ანდრეი ტალალაევმა მას და ბოგოსავაცს პოზიციები შეუცვალა, რომელიც იქამდე მოედნის ცენტრში თამაშობდა".

მკითხველის კომენტარები / 14 /
გიყურებ და მიხარია, უხარია მთელს ერს, უხარია შენს ამაყ,ლამაზ და მშობლიურ სამეგრელოს,შენს წენდიხას! ქგგალე ბოშ!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
05 ოქტომბერი 2020 17:42
1
მაგარი გოლი შეაგდო, ფეხბურთი ამიტომაც არის კარგი სპორტი და ყურებადი,მთავარია შრომა გააგრძელოს.რუბინიდან წასვლას რაც შეეხება ეს სეზონი უნდა ჩაამთავროს რუბინში და მერე კი აუცილებლად გაცილებით ძლიერ და მაგარ გუნდში მოხვდება ამაში დარწმუნებულები იყავით, ევროპას ვგულისხმობ.
ziko
05 ოქტომბერი 2020 14:09
0
უამრავი დიდოსტატური შედევრები აქვთ შექმნილი მესის და რონალდუს, მაგრამ ასეთი რამ მათი შესრულებითაც არ მინახავს. მსოფლიო დონის ფეხბურთელის დაბადების პროცესს ვადევნებთ თვალს.
თენგაბი
05 ოქტომბერი 2020 12:28
8
ნეტა ასეთ მზეობებს არ აბრახუნებდეთ რაა, აბა ბიჭო სად მოვა შეუძლიათ მესი-რონალდოს მსგავსი გოლის გატანა, სწორედ ასეთი მიდგომა ღუპავს ქართველ ტალანტებს..
თენგაბის
05 ოქტომბერი 2020 15:21
2
ბეღურა, ეს რა კომენტარი დაწერე, ამდენი ლაიქი 2 წელია არ მინახავს. გაიხარე! უფალმა გისმინოს შენც და მთელ ქართულ საფეხბურთო თემს თავის გულშემატკივრებიანათ - კავარაცხელია მომავალი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს! მერაბ ჟორდანიამ კარგად დაწერა, ამ ასაკის კრიშტიანუს ჯობიაო! ხვიჩა, ტყუილად კი არ ითვლება სამაგალითოდ რონალდუ, მესისგან განსხვავებით 90%-ით თავისი შრომით შეძლო ასეთ დონეზე ასვლა. შენ კი ტალანტით მას ჯობიხარ! არ დააკლო შრომა და შენც ბედნიერი იქნები და ჩვენც, დაჩაგრული, შერცხვენილი ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი. წარმატებებს გისურვებ!
alexandre
05 ოქტომბერი 2020 12:15
2
მუდამ თვალს ვადევნებ ხვიჩას , მაგარი ბიჭია , სუპერ ტალანტი და რაც მთავარია ჟილკაც აქვს ვარსკვლავის. ხვიჩას რომ ურტყამენ ფეხებში ეს უკვე იმას ნიშნავს რომ მოწინაამღდებეს გუნდი იმაზე ფიქრობს როგორ გაინეტრალოს ეს ახალგაზრდა ვარსკვლავი . მთელი რუსეთი ასე ფიქრობს თუ ხვიჩა გაყიდა რუბინმა ჩემპიონატი დაკარფავს ყველაზე ეფექტურ ფეხბურთელს ! ამ ვაჟკაცმა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს!!!!
ჯონი
05 ოქტომბერი 2020 10:41
1
მუდამ თვალს ვადევნებ ხვიჩას , მაგარი ბიჭია , სუპერ ტალანტი და რაც მთავარია ჟილკაც აქვს ვარსკვლავის. ხვიჩას რომ ურტყამენ ფეხებში ეს უკვე იმას ნიშნავს რომ მოწინაამღდებეს გუნდი იმაზე ფიქრობს როგორ გაინეტრალოს ეს ახალგაზრდა ვარსკვლავი . მთელი რუსეთი ასე ფიქრობს თუ ხვიჩა გაყიდა რუბინმა ჩემპიონატი დაკარფავს ყველაზე ეფექტურ ფეხბურთელს ! ამ ვაჟკაცმა დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს!!!!
ჯონი
05 ოქტომბერი 2020 10:41
0
ვაისმა ეს თავის ფლანგზე უნდა ათამაშოს უფრო პროდიქტიული იქნება მარჯნივ შენგელია დააყენოს შესანიშნავ ფორმაშია და მოვიდეს ბელირუსი.ზიგადად კარგია ტრამვებს რომ არ ღებულობს რაც ამას ფეხებში ურყამენ.
თემური
05 ოქტომბერი 2020 09:59
0
დიდება საქართველოს, ქართულ გენს! ხვიჩა უძლიერესია!
გეთანხმებით! ხვიჩა მარცხნივ, შენგელია მარჯვნივ! ეს შესანიშნავი იქნება!
aburjga
05 ოქტომბერი 2020 17:15
0
გენაცვალე ხვიჩა, ჩვენი იმედი ხარ!!!
მალე ევროპულ გრანდში გვენახე.
Zero
05 ოქტომბერი 2020 09:51
0
ჯანმრთელობა, იღბალი, გამართლება, ბევრი შრომა და რაც მთავარია, თავში არ აუვარდეს ... ყველა მონაცემი აქვს რომ უდიდესი ფეხბურთი ითამაშოს და გაახაროს საქართველო!!! წარმატებები ხვიჩა!!!
!!!!!!!
05 ოქტომბერი 2020 09:33
0
შევთავაზოთ ეს ბიჭი დორტმუნდს.
ჰაალანდი
კვარა სანჩო



ზაზა ნ
05 ოქტომბერი 2020 05:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული