დრიბლინგები, დარტყმები, პასები - დავითაშვილი ვერგატანილი პენალტის მიუხედავად საუკეთესო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "როტორი" საკუთარ მოედანზე "ტამბოვთან" 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მათ შეტევებს ზურიკო დავითაშვილი უნარიანად ხელმძღვანელობდა, რომელმაც 25-ე წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, 28-ე წუთზე კი სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ზურიკოს გოლის გატანა მეკარე რიჟიკოვმა არ დაანება.

მეორე ტაიმში სტუმრებმა კონტრშეტევაზე ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ზურიკო 76-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ შეცვალა, საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებული საბა კვირკველია სათადარიგი იყო, ისევე როგორც ნიკოლაი ყიფიანი. "ტამბოვში" შესვენებამდე ითამაშა გურამ თეთრაშვილმა, ხოლო 77-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა
ვლადიმირ კობახიძე - ორივე რუსეთის მოქალაქეა.

"როტორმა" ფეხბურთელთა კორონავირუსის გამო ორ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო, ტექნიკური წაგებები ჩაუთვალეს, ჯერ არ გაუმარჯვია, 3 ქულით ბოლო ადგილზეა და 24 ოქტომბერს მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მოვესწრებით მიქაუტაძეს 12 ნოემბრისთვის? დღესაც დუბლი გააკეთა ჯერჯერობით, თუმცა 10 კაცით თამაშობენ, 7 თამაშში 14 გოლი მეტი ვინ გაიტანა ევროპაში?
მინდია
19:25 18-10-2020
4
აქ როგორც ჩანს სფფ-ს ტროლები მომრავლდნენ ხომ? რაო მოლაპარაკებები დაჺგვიანა კობიაშვილი-იაშვილმა და არ გამოდის არაფერი მიქაუტაძესთან და ეხლა გახდა ბელგიის ჩემპიონატი ჭ ლიგა? სირცხვილია ბელგიის მე 5 ლიგაც კი ჯობია საქართველოს ჩემპიონატს ინფრასტრუქტურით თუ აკადემიიებით და დაეშვათ დაბლა. არ გინდა გაპრავება სფფ-ს ისედაც ვიცით, რომ არაფრის მაქნისები არ არიან. რაღაც შეეხება მიქაუტაძე ძალიან მაგარი ფორვარდია, სისწრაფე, კრეატივი, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, ასაკი, დრიბლინგი, ორივე ფეხით თამაში. ესეთი ფორვარდი საოცნებოა ნაკრებში, არაკომპეტენტურების გასაგონად ვამბობ.
გოგა
04:11 19-10-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული