კვარაცხელიათი ლა ლიგის გრანდი დაინტერესდა

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეფსაიამ გაამხილა, რომ საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "სევილია" დაინტერესდა.

"ხვიჩა საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, რუსეთშიც. "რუბინში" ვიყავი და ვიკითხე, თუ როგორ ვარჯიშობს. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ სამხრეთელს არ უყვარს ვარჯიშებზე მუშაობა. მოკლედ, ეს კვარაცხელიაზე არ ვრცელდება.

მისით დაინტერესება "სევილიამ" გამოამჟღავნა. მე, ჩემი მხრივ, მას კარგი დახასიათება მივეცი. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, თუმცა მგონია, თუ საქართველო დიდ ტურნირზე გავა, ზაფხულში "რუბინი" მას სარფიანად გაყიდის", - განაცხადა ლეფსაიამ "მატჩ პრემიერის" პროგრამა "ინსაიდერში".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ნუ მიაქცევ ყურადღებას ამ ჭორაობას, სევილია არაა ატალანტა კიდე!! იყავი სადაც ხარ , ამოწურე შენი თავი მაგ გუნდში, ერთი სეზონიც კი არაა გასული რაც თამაშობ, ხოდა ნუ აირევ ტვინს, შენი საქმე აკეთე, დაინტერესება კი არაა , ზუსტად და კონკრეტულად როცა გამოჩნდება რეალური ვარიანტი , აი მაშინ იფიქრე! მასე იყო ჩაკვეტაძეზეც სად აღარ გადაიყვანეს ეს ბიჭი, ბარსელონაო, რომაო, ბაიერნიო, ნუ მოკლედ რაც მოხდა ბოლოს კი ვნახეთ!!
Vasili
26 ოქტომბერი 2020 11:22
3
ამ ეტაპზე სჯობს ხვიჩა დარჩეს სადაც არის! რუსეთის პრემიერ ლიგა საკმაოდ საინტერესო ლიგაა(ამ ბიჭების გადამკიდე ვადევნებ თვალს)სულ ბრძოლა მიდის. სწრაფი და საკმაოდ ტექნიკური თამაშებია.აქ თანაბრად ეთამაშება ბოლო ადგილოსანი პირველ ადგოლასანს და ტოლს არაფერში უდებს,ავიღოთ თუნდაც როტორი რომელმაც,,შეჭამა" ლოკომოტივი პირდაპირ,მაგალითად ასე არ ხდება პორტუგალიაში ან ჰოლანდიაში სადაც ლიდერები ცალი ფეხით უგებენ პატარა კლუბებს! მკლედ ცოტა უნდა მოვიცადოთ და მერე ტოპ ლიგა!
gabo
26 ოქტომბერი 2020 10:13
2
მხოლოდ ეგეც არ არის.მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ,რუსეთს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და მინდვრები დარჩა.ეს ის ძველი ტალახის ზღვები აღარ არის,რაც ადრე იყო.აქ თამაშიც შეიძლება და განვითარებაც.ცოტა ზომაზე მეტად ხისტი თამაში და ზოგჯერ პოლიტიკური მდგენელის წინწამოწევა რომ არ იყოს, კლუბების ხელმძღვანელობების მიერ,ყველაფერი კარგად იქნებოდა.აქ უკვე მაღალი რანგის პროფესიონალებიც მიდიან და არა მხოლოდ მაღალი დაფინანსების,არამედ კარგი ინფრასტრუქტურის გამოც.რუბინი მიზანმიმართულად მუშაობს ახალგაზრდების დაწინაურება გაყიდვის მიმართულებით და რამდენიმე ბიჭის პროგრესს რომ ვუყურებ,შედეგებიც აშკარად კარგი აქვთ.ასე რომ სეზონის ბოლომდე მაინც,მისი წასვლა,თვითონ ხვიჩასთვისაც არახელსაყრელი იქნება.სლუცკი ნაბიჯ-ნაბიჯ უუმჯობესებს სხვადასხვა სათამაშო უნარებს და ამის ვერ დანახვა შეუძლებელია.ასეთ პირობებს ევროპაში ალბათ არავინ შეუქმნის,რადგან იქ უკვე მზა პროფესიონალი სჭირდებათ.
სოსო
26 ოქტომბერი 2020 15:21
0
სევილია რა თქმა უნდა მშვენიერი ვარიანტია,მაგრამ ძალიან,ძალიან ადრეა ჯერ ხვიჩასთვის ეგ!! აბურჯანიას მაგალითი გვაქვს! ესპანეთში თუ წავა ლევანტე,ეიბარი,ალავესი ასეთ გუნდებში უნდა წავიდეს საწყის ეტაპზე,თუ თავი წარმოაჩინა მერე ისეც ავტომატურად დაინტერესდება მისით ვალენსია,სევილია და წამყვანი გუნდები.იჯარებით ხეტიალს, დუბლებში ბურთის გორაობას,ჯობია 1სეზონი კიდევ მოიცადოს, მოუმატოს,ხვიცას ჯერ კდიევ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი და გასანვითარებელი! წარმატებები ჩვენს იმედს!
გიორგი-ბათუმი 97
26 ოქტომბერი 2020 13:38
5
აბურჯანია ორი დაიწყო. ეს ჩალიჩობს დ თან სევილიას აბრალებს დაინტერესებას. სხვაგან კავშირები არა აქვს. ხვიჩა მოძებნე კარგი აგენტები, გირჩევ.
ავთო
26 ოქტომბერი 2020 09:11
1
არ მიქაროს ფეხი არ გაადგას არსად რუბინიდან, თორემ გაამწესებენ ესპანეთში მეორე გუნდში და დაამჟავებენ. არაა მაგ დონის მოთამაშე, რომ ამ ეტაპზე სევილია გაქაჩოს. ლეფსაია ავანტიურისტის ხელში რომაა ჩავარდნილი ძაან ცუდია
გენა
26 ოქტომბერი 2020 09:44
2
როგორც აბურჯანია გაანათხოვრა სევილიამ ქვედა ლიგებში. არადა რა მაგარ ფორმაში იყო რომ გადავიდა ხიმნასტიკიდან სევილიაში! ასე რომ სიჩქარე არაა საჭირო!
kaxa
26 ოქტომბერი 2020 11:23
1
არ მოუსმინო აგენტების სისულელეებს.მაგათ თავიანთი მოგება აინტერესებთ,შენ და შენი მომავალი ნაკლებად ადარდებთ.იყავი სადაც ხარ,კარგ მწვრთნელთან და კარგ კაცთან ხარ.ნაკრებთან ერთად ითამაშე ევროპაზე,იქ აჩვენე რაც შეგიძლია და მერე ტოპ ჩემპიონატების ტოპ გუნდებში გადახვალ გარანტირებული სათამაშო დროით.ჯანმრთელობა,ჭკუა,შრომა,შრომა და შრომა.წარმატებები!!!
ნუკრი
26 ოქტომბერი 2020 12:37
2
ესპანეთში გრანდია ორია, ნუ კარგი სამი: რეალი, ბარსა და ატლეტიკო

შემდეგ პრესტიჟულობით მოდიან ისტორიულად კარგი გუნდები, მაგალითად ვალენსია და ბილბაო

სევილია ბოლო წლებში გამოჩნდა და უეფას თასის გრანდად უფრო ჩამოყალიბდა ვიდრე ლა ლიგის :)

ძლიერი გუნდია, კარგი იქნება მანდ გადასვლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრად ძლიერი გუნდი ეკუთვნის ხვიჩას, სადაც განავითარებენ და მჯერა ასეც იქნება. უკეთეს გუნდში გადავა. არც მონდომება და ნიჭი აკლია და არც გადაწყვეტილებები ეშლება, ჯერჯერობით სწორად ვითარდება მისი კარიერა
გრანდი
26 ოქტომბერი 2020 02:47
28
წავიდა ახლა აგენტის ზღაპრები - ლეფსაია ხარ თუ ლე-ფსა-ია, აცალე მაგ ბიჭს და ტვინს ნუ ურეცხავ თორემ გვინახავს ჩვენ ამ ე.წ. "აგენტების" მიერ დაღუპული ფეხბურთელები. რა თქმა უნდა, ხვიჩა ძალიან მაგარი ბიჭია და ჩვენი იმედია. ამიტომ სჯობს სტაბილურად თამაში გააგრძელოს, გოლების გატანას მოუხშიროს და მერე მასზე ტაციაობა იქნება ისე, რომ ამ აფერისტი აგენტების რეკლამა არ დასჭირდება. წარმატებები ხვიჩას! თქვენ კიდევ, რედაქციავ, სიტყვა "გრანდი"-ს მნიშვნელობა იცით?
სიმართლე
26 ოქტომბერი 2020 03:12
2
იქ უნდა იყოს ეს სეზონი სადაც არის,მაგარი მწვრთნელის ხელშია და რაც ყველაზე მთავარია მის ასაკში ენდობა.სამომავლოდ კი სევილია კარგია. როცა წასვლის დრო დადგება ესპანეთი მისთვის ყველაზე კარგი ვარიანტია.
ziko
26 ოქტომბერი 2020 19:40
1
უკვე დავიწყეთ წინასწარ გეგმები? ჩემი მოკრზალებული აზრით როცა იცის რომ ვიღაც კონკრეტული აკვირდება უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ფსიქოლოგიურად ჩაკვეტაძეს თვალი ეცა ზუსტად ამის გამო წინასწარი სურვილების აბა რომაო? აკეთოს თავის საქმე მოვა ზაფხული და მერე ვისაუბროთ ვერ ვსწავლობთ რომ ჯერ უნდა გადავხტეთ
ნოდო
26 ოქტომბერი 2020 09:07
2
შეეშვით ამ ბიჭს ნუ-დათარსავთ. დაიწყეს უკვე სევილია ბარსელონა
beqa
26 ოქტომბერი 2020 14:21
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული