business-gazeta: კვარაცხელიამ პენალტზე მსაჯს უარი უთხრა და პატივისცემას იმსახურებს

AutoSharing Option
"რუბინის" ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია არამარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ ასეთივე პიროვნებაცაა. მას ყველა დადებითად ახასიათებს, როგორც თავმდაბალ და გამრჯე ახალგაზრდას. ყაზანურმა business-gazeta-მ ტულის "არსენალთან" მატჩის ერთ მეტად საინტერესო მომენტზე გაამახვილა ყურადღება:

"პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, რომელიც ორივე გატანილ გოლზე უფრო მნიშვნელოვანია. ყაზანური გუნდის შეტევის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ჯენტლმენურად მოიქცა, რამაც შეიძლება მატჩის შედეგზე იქონია გავლენა.

35-ე წუთზე კვარა დრიბლინგით ნიკოლაი რასკაზოვსა და აბდულა კადირის გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და წაიქცა. როგორც მოგვეჩვენა, ქართველის წაქცევის მიზეზი რასკაზოვის ვარდნა იყო, რომელმაც ბურთს ფეხი
ვერ მოარტყა.

მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი იმიტომ არ დანიშნა, რომ ხვიჩა მაშინვე წამოდგა და მსაჯს აჩვენა, რომ წესების არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მან რამდენიმეჯერ გაიმეორა უარყოფის ჟესტი.

შესაძლოა, ყაზანელები ორგოლიანი კომფორტული უპირატესობით რომ არ ყოფილიყვნენ დაწინაურებულები, ქართველი ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ მიუხედავად თვით ორგოლიანი სხვაობისა, 19 წლის ფეხბურთელის საქციელი პატივისცემას იმსახურებს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
მთავარია თავში არ აუარდეეს!!!და დიდი ფეხბურთელი დადგებაა!!!
rezi
03 ნოემბერი 2020 14:41
0
ასაკით ბავშვია, მაგრამ საქციელით კაცია-ასეთი იყავი სულ
ზაზიუს
01 ნოემბერი 2020 20:47
0
ზიდანის სიტყვები გამახსენდა - დის აუგად ხსენება რომ არ აპატია მატერაცის - ჯერ კაცი ვარ და მერე - ფეხბურთელიო.
შენს კაცობას გაუმარჯოს - ხვიჩა!!!
ჯეკო
01 ნოემბერი 2020 11:24
0
ისე სუფთა პენალტი იყო
giorgi
01 ნოემბერი 2020 13:56
2
"მალადეც" უფროს კვარას შენი გაკეთებისთვის და დედაშენს შენი აღზდისთვის.
G.A.L.
01 ნოემბერი 2020 09:52
2
ეგრე გააგრძელე ძმაოჯან და აუცილებლად დაგიფასდება
Homerson
01 ნოემბერი 2020 06:29
0
დედა და მამა შევაქოთ და მადლობა ვუთხრათ, ქვეყნისთვის ასეთი კარგი შვილის გაზრდისათვის.
დ.დ.
01 ნოემბერი 2020 02:22
0
დედა და მამა შევაქოთ და მადლობა ვუთხრათ, ქვეყნისთვის ასეთი კარგი შვილის გაზრდისათვის.
დ.დ.
01 ნოემბერი 2020 02:20
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული