ნახევარმცველმა ნიკა ნინუამ პაოკ-ში პირველი გოლი გაიტანა.
საბერძნეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში პაოკ-მა ათენში 3:1 დაამარცხა "პანაიტოლიკოსი", გოლი კი 88-ე წუთზე საჯარიმოდან ჩინებული დარტყმით ნინუამ გაიტანა, რომელიც 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. გოლის გატანის შემდეგ მან მაისურა გაიხადა და ყვითელი ბარათი მიიღო.
იმედია, მომავალში მწვრთნელი პაბლო გარსია ნიკას უფრო მეტ სათამაშო დროს და თავის წარმოჩენის საშუალებასაც მისცემს.
პაოკ-მა 6 ჩატარებულ მატჩში 12 ქულა მოაგროვა, მესამე ადგილზე გადავიდა და 8 ნოემბერს სტუმრად "აპოლონს" შეხვდება, იქამდე კი 5 ნოემბერს ევროპა ლიგის მესამე ტურში პსვ-ს უმასპინძლებს.