ქართველების ამერიკული თავგადასავალი სრულდება? - რა ბედი ელით კაშიასა და ყაზაიშვილს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, დიდი ალბათობით, "სან ხოსეს" დატოვებენ.

მოგეხსენებათ, ამ გუნდმა წლევანდელი სეზონი უკვე დაასრულა და MLS-ის 1/8-ფინალში გასვლაზე პენალტების სერიაში "კანზას სიტისთან" წააგო.

რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენებურები აშშ-ს დატოვებენ? - ამაზე თავად შედეგები მეტყველებს.

თავად განსაჯეთ, გუნდის მწვრთნელი მატიას ალმეიდა მათ არამცთუ არ ათამაშებს, ხშირად განაცხადშიც არ შეჰყავს.

მაგალითისთვის, კაშიამ ბოლოს "სან ხოსეს" ფორმა 14 სექტემბერს მოირგო, ყაზაიშვილს კი გასულ თვეში მხოლოდ 9 წუთი სათამაშო დრო დაუთმეს.

ამ ვითარებას ემატება ისიც,
რომ "სან ხოსე" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მატიას ალმეიდას გაშვებას არ გეგმავს, რაც ჩვენებურების მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

კაშია "სან ხოსეში" 2018 წელს არნემის "ვიტესიდან" გადაბარგდა, ყაზაიშვილმა კი ანალოგიური გზა 2017 წელს გაიარა.

მოკლედ, როგორც ჩანს, ქართველებს აშშ-ის დატოვება მოუწევთ და იქნებ რომელიმე მათგანი საქართველოში ვიხილოთ...

კაშია მალე 34 წლის გახდება და უკვე ვეტერანია, იქნებ "დინამოში" დაბრუნებულიყო; ვაკო კი 27 წლის გახლავთ.

წესით, ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს. ვნახოთ, რა ბედი ეწევათ ნაკრების ფეხბურთელებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეგ უთამაშებლობა ადარდე ეხლა გინდ ერთს,გინდ მეორეს. ორივე ისევ ამერიკაში დარჩება
სოკრატე
27 ნოემბერი 2020 17:44
0
ისე მოდი აბა დაასახელეთ ქართველი მოქმედი ფეხბურთელი ან ახლო წარსულში მოთამაშე რომელმაც ჩემპიონატში 2 ნახევარ სეზონში 32 გოლი გაეტანოს ?
ლშ
27 ნოემბერი 2020 18:38
13
როგორი ახლობელი ხარ? ეტყობა ძალიან ახლო........კაი რა , რელობას თვალები გაუსწორე...
გუსანი
27 ნოემბერი 2020 19:37
8
დალოცვილებო (ჩემი თამადიბით) სეზონში მხოლოდ 9 წუთნათამაშები კაცის იმედზე რომ იქნება ნაკრები, კიდევ კარგი შედეგი დაგვიდია ვფიქრობ
დინამოელი
28 ნოემბერი 2020 10:15
0
კაშომ მე მგონი ნაკრებში თამაში მორჩა და ალᲑათ გრინ კარტის აღებაზე იფიქრებს.ვაკოს კი გრინ კარტა უკვე აქვს,ჯერ ისეთი ასაკი აქვს, რომ შეიძლება ნაკრებს გამოადგეს და ამიტომ ევროპის რომელიმე გუნდში თამაშზე უნდა იფიქროს.ძალიან ძნელია ამერიკიდან სანაკრებო თამაშებზე ჩამოსვლა და ფორმაში ყოფნა.Უჭირს ორგანიზმს ძალიან აღდგენა,დროში განსხვავება თავისას შვება.
კახა ქ.
27 ნოემბერი 2020 23:23
1
ჩაწერეთ ვაკოს გოლები მლს ში და ნახეთ როგორები აქვს გატანილი და მერე თუ ლოგიკა გაქვთ სხვანაირად იჭიკჭიკებთ
ლშ
27 ნოემბერი 2020 18:27
25
კაშია უკვე ვეტერანია და ნაკრებიც უკვე უნდა შეეგუოს ნელნელა მის გარეშე თამაშს,ვითუმეტეს ნაკრებს ყველაზე ძაან დაცვაში არ უჭირს,მცველები ნაკრებს ყავს თან საკმაოდ კარგები,ყაზაიშვილი კი ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელია, მან ევროპისკენ რაც შეიძლება მალე უნდა მონახოს საშუალო კლუბი, რადგან ევროპაში ფეხბურთს თამაშობენ ამერიკისგან განსხვავებით,ყაზაიშვილმა რაც შეიძლება მალე უნდა აღიდგინოს ფორმა,რადგან ნაკრებს ყველაზე ძალიან შემტევები და ნახევარმცველები ჭირდება,თამაშს უმეტესად ნახევარმცველები იგებენ და არა მცველები.ამერიკა არ არის ის ადგილი სადაც ყაზაიშვილი ფორმას აღიდგენს.
ziko
27 ნოემბერი 2020 18:14
4
ორივე საქართველოში უნდა დაბრუნდეს წესით
ბაჩი
27 ნოემბერი 2020 15:09
14
ვაკომ რაც ჩაატარა წინა სეზონები ამერიკაში ერთ ერთი საუკეთესო იყო , ასე რომ დიდი ალბათობაა სხვა ამერიკულ გუნმდა წაიყვანოს .
ლშ
27 ნოემბერი 2020 18:26
21
რა ესაქმებათ მაგათ მარადონას გვერდზე?
sdfffff
27 ნოემბერი 2020 18:12
1
ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ბარსელონას სათადარიგო სკამზე ჯდომას საჩხერის ჩიხურაში თამაში ჯობია.
ჟორა გაბრიჭიძე
28 ნოემბერი 2020 11:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული