ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "ვოლფსბერგერმა" მოსკოვში რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი ცსკა 1:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდში კვლავ შეუცვლელად და ჩინებულად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც მეტოქის შემტევებს გასაქანი არ მისცა. მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო. მასპინძელთა რიგებში მთელი 90 წუთი დაჰყო მოედანზე 20 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინ მარადიშვილმა.
"ვოლფსბერგერი" 7 ქულით K ჯგუფში მეორე ადგილზეა და 11 დეკემბერს, უკანასკნელ ტურში "ფეიენოორდს" უმასპინძლებს, რომელსაც პირველ წრეში როტერდამში 4:1 მოუგო. ავსტრიულ კლუბს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, ცსკა კი
ჯგუფში ჩარჩა.