"БИЗНЕС Online"-მ წერილი გამოაქვეყნა "რუბინიდან" სხვა კლუბებში იჯარით გაშვებულ ფეხბურთელებზე და ყაზანურ გუნდში ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილის დაბრუნების თემასაც შეეხო, რომელიც ამჟამად "როტორში" ასპარეზობს.
ყაზანური დიასპორა "როტორში"
"რუსეთის პრემიერლიგის ახალწვეულ ვოლგოგრადულ გუნდში "რუბინის" ბევრი ყოფილი ფეხბურთელია. იქ არიან ქართველები ბექა მიქელთაძე, ნიკა ყიფიანი და საბა კვირკველია და თვით კლუბის აღზრდილი კამილ მულინი. თუმცა, უფრო საინტერესოა, როგორ მისდით საქმეები იმ ფეხბურთელებს, რომლებიც "რუბინიდან" არიან იჯარით წასულები.
ამ სეზონში ზურიკო დავითაშვილს კორონავირუსის გამო პრობლემები ჰქონდა და ამ მიზეზით სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. ახლა
კი ჯანმრთელადაა და სასტარტო შემდგენლობაში სისტემატურად აყენებენ. ოღონდ ეგაა, ახალ კლუბში გატანილი გოლით თავის გამოჩენას ვერაფრით ვერ ახერხებს.
აი, მისი პერსპექტივები "რუბინში" კი მთლად კარგი არ არის. კლუბში ფლანგებზე ძალიან სერიოზული კონკურენციაა, ამასთან ამ პოზიციაზე მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს ისეთი, რომელსაც რუსული პასპორტი არ აქვს. სეზონის პირველ ნახევარში ზურიკომ ვერ მოასწრო დაემტკიცებინა, რომ რაღაცით დენის მაკაროვზე ან სოლტმურად ბაკაევზე ძლიერია".
მართალს ამბობ, ფაიზახია, მაგრამ ჩვენ ისე მივეჩვიეტ სულ წაგებას და ფეხბურთის არცოდნას, რომ ქართველის შესრულებული, თუნდაც ერთი ჩვეულებრივი ფინტიც კი, გვეჩვენება სენსაციად.. სენსაციად და რადგან სენსაციად ვთვლით, მსოფლიოს დონის შემსრულებლად გვეჩვენება. ამ შემთხვევაში, ყველა მართალია. ეგრეა ეს ქვეყანა მოწყობილი და რას იზავ ბრატ!!!