"ნაკრებიდან კლუბში, რომ დავბრუნდი..." - ოთარ კაკაბაძე ნაკრებზე, "ტენერიფეზე" და მომავალზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ტენერიფეს" მცველი ოთო კაკაბაძე დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბარში განაცხადა. ჩვენ ფეხბურთელს ესპანეთში დავუკავშირდით და მისი მომავალით დავინტერესდით.

"დაზუსტებით ვიტყვი, რომ ამ სეზონს "ტენერიფეში" ჩავამთავრებ. კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ისედაც მისრულდება და ზამთარში იჯარის ვარიანტს აზრიც კი არ აქვს.

ნაკრებიდან, რომ დავბრუნდი, გუნდში ახალი მწვრთნელი დამხვდა, მის მონახაზში და ტაქტიკაში ვერ ჩავჯექი და სწორედ ამიტომ დაიწყო საუბარი ჩემს წასვლაზე.

მწვრთნელთან არანაირი უთანხმოება არ მაქვს. პირიქით, ის ძალიან კარგი ადამიანია".

ოთარ კაკაბაძეს ეროვნული ნაკრების და მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებაც დავეკითხეთ.

"ყველა ვთანხმდებით, რომ მაკედონიასთან რაღაც დაგვაკლდა. ჩემი აზრით, ყველამ თავის თავში უნდა დავიწყოთ მიზეზების ძებნა, რათა მომავალში მსგავსი შანსი ხელიდან არ გავუშვათ.

ყოველი შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ახალი შანსია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ტურნირზე აუცილებლად ვითამაშებთ.

რა თქმა უნდა, მომავალ მწვრთნელზე ჩემი აზრი გამაჩნია, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა და დარწმუნებული ვარ, რომ სფფ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფეხბურთის თამაში ისწავლე ჯობიაა. სულ გაზარმაცდი და ჩაწოდებაც აღარ გივარგა ნაკრებში... ტენერიფეში ახალ მწვრთნელს ვერ ჩაუჯექი კიარა უაზროდ უვარდები მოწინააღმდეგეს ფეხებში და უაზროდაც კარგავ ბურთს,ისევე როგორც ნაკრებშიც... ჯობია იმუშავო საკუთარ თავზე , თორე რაც ხიმნასტიკის მერე სხვა გუნდებში იყავიი სულ გაფუჭდი. საწყენად არაფერი მითქვამს, უბრალოდ საკუთარ თავზე იმუშავე და გამოადექი პირველ რიგში თავს და მერე ქვეყანას .
გიორგი
22:39 10-01-2021
1
ნაკრების უკონკურენტო მცველი სეგუნდადივიზიონის გუნდებსაც არ უნდათ ეგ არის რეალობა სამწუხაროდ ჩვენი ფეხბურთის . იმედია 2080 წლის ევროპის ჩემპიონატზე მაინც გავალთ
ტოტტი
21:06 10-01-2021
2

სიახლეები პოპულარული