შენგელია შევიდა და მაშინვე გაუტანა "ტრაბზონსპორს" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ჩემპიონატზე ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ გამოიჩინა თავი

სუპერლიგის მე-19 ტურში შენგელიას "ქონიასპორი" გასვლაზე 1:3 დამარცხდა "ტრაბზონსპორთან". ამ მატჩში ჩვენებური 86-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 0:3-ს აგებდა და ბურთზე პირველივე შეხებით დალაშქრა ტრაბზონელთა კარი. სხვათა შორის, მან "ტრაბზონსპორს" გასულ სეზონშიც გაუტანა.

ლევანმა მიმდინარე ჩემპიონატის 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ქონიასპორმა" კი ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია, 22 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს და 24 იანვარს "ანტალიასპორს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი და გამორჩეული არ დარჩება არავინ აქ! არ დაიმტვრევს ფეხებს ყანაში და ტყლაპოში თამაშით! სამი ოთხი სტადიონი ჰო და დანარჩენს არც საფარი უვარგა და არც გასახდელი! ფიზ.მომზადების მწვრთნელი გუნდებს არ ყავთ! ევროპის ტურნირებზე გასვლის შანსი თავიდანვე მკვდარია და სად დარჩეს როცა უკეთესი და ნამდვილი ევროპა გიქნევს ხელს! ქვეყანაა მოსაწესრიგებელი! ასეთი დონის სახელმწიფოს მეტი დიდი ფეხბურთი ვერ ექნება!
ბასკი
10:32 20-01-2021
1
აი ამ ჯახირს, დინამოში დარჩენა არ ჯობდა? ვწერდი და ვინ გისმენდა, რა სიდებილეა ეს, კაცი ათამაშდა, დინამოში სახელი გაიკეთა, უკვე მისი ეიმედებოდა ყველას, ნაკრების შეუცვლელი წევრი ხდებოდა და აი რა გაუჭირდა ისე, რომ 1 სეზონი ვეღარ გაძლო საქართველოში დამატებით? ეხლა ნორმალურ კლუბშიც იქნებოდა და დინამოც არ გაფარჩაკდებოდა ასე მაგრად. ერთი თქვენი თურქული საფეხბურთო ლიგა არ გაიშვა, რუსეთს რომ ადარებენ ზოგიერთები და მეორე დინამოს შეფის პატრიოტობა და პროფესიონალიზმი. კიტეიშვილია კაცი, სანამ არ დაიხვეწა ბოლომდე და ისე თუ ასე ნორმალურ გუნდში არ გადავიდა დარჩა აქ, დინამოში. საბა ლობჟანიძეა კიდევ ცოდო, სწრაფია, ნიჭიერია კაცი და საიდან სად გადავიდა
გადასარევი გიორგი
06:17 20-01-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული