საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იქნება და ეს ამბავი უკვე ყველასთვისაა ცნობილი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ საბა კვირკველიას დავუკავშირდით და მოსაზრებას დავეკითხეთ.
"სანიოლი ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალი დონისაა.
ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დიდებული კარიერის მქონე მოთამაშესთან და ერთ-ერთ უძლიერეს ფეხბურთელთან ერთად მოგიწევს მუშაობა.
ვფიქრობ, რომ სანიოლი ფეხბურთელებს ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის. რა თქმა უნდა, ფედერაციამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საუბარია საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელზე, ჩემპიონთა ლიგის
გამარჯვებულზე...
მოუთმენლად ველი სანიოლთან ერთად მუშაობას და იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ", - ამბობს კვირკველია.
ნაკრები უსულგულო და უჯიგრო არ არის, თამაშობს ისე - როგორც შეუძლია. დიდი ხანია თაობა არ გვყოლია, მაგრამ ამის მიზეზი სპეციალისტებმა უნდა თქვან, მე გულშემატკივარი ვარ.
ვისაც ფეხბურთი უყვარს და მით უმეტეს ქართული, ასე უგულოდ და ნიჰილისტურად არ ისაუბრებს.
დამთავრდება ეს ციკლი, წავა ვილი, წაიღებს ფულს და ჩვენი ნაკრები დარჩენა ისევ ისეთი უსულგულო და უჯიგრო. პოლიქრონიოოოოოონ, პოლიქრონიოოოოოონ, პოლიქრონიოოოოოონ