"ანორთოსისმა" სიბნელეში იმარჯვა - ქეცბაია წყობიდან გამოიყვანეს

AutoSharing Option
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?

კვიპროსის თასის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "კარმიოტისა".

"ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ წინა შეხვედრისგან განსხვავებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, 6 ფეხბურთელი შეცვალა და გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი დაასვენა, ბუბა დაუშვილი შეუცვლელად ათამაშა, ხოლო გიორგი ქვილითაია 62-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

მე-80 წუთზე პაფოსის სტელიოს კირიაკიდესის სტადიონზე განათება მხოლოდ ნაწილობრივ ჩართეს, რამაც ქეცბაია გააბრაზა. მან მეოთხე მსაჯს უთხრა, რომ სიბნელეში თამაში შეუძლებელი იყო, ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კი შემდეგი განაცხადა:

"ფეხბურთზე ლაპარაკი არ
ღირს. ჩვენ სიბნელეში ვთამაშობთ. ეს წარმოუდგენელია. ეს შეუძლებელია. მთელი მეორე ტაიმი სიბნელეში ვითამაშეთ. გადაიწვა განათების სისტემა, გადაიწვა ანძა, დაიწვა კვიპროსული ფეხბურთი. ფეხბურთზე რა უნდა ვილაპარაკო", - ციტირებს ქეცბაიას goal.philenew-ი.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 10 მარტს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული