ტრავმით გამოწვეული ხუთთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის "ეუპენთან" თასის მატჩში დაბრუნებას ამაოდ ველოდით. მართალია, ის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა განაცხადში შეიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.
"გენტი" კი 1/4-ფინალში სტუმრად 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ამ სეზონში გუნდმა ყველა ფრონტზე წარუმატებლობა განიცადა: ევროტურნირებზე, ბელგიის თასზე, ჩემპიონატზე მე-12 ადგილზეა და დიდი ალბათობით, მედლებისთვის ვერ იბრძოლებს.
"გენტი" 8 მარტს "ოსტენდეს" მასპინძლობს და შესაძლოა, გიორგის თამაში მოუწიოს.
მთავარია ჩაკვე იყოს ჯამრთელად და მისცენ დარჩენილ თამაშებში სათამაშო დრო
რომ გიორგი შევიდეს ოპტიმალურ ფორმაში.
სამწუხაროა, რომ ბოლო 2 სეზონი ჩაუვარდა წელსაც აგერ 3 თვეში მთავრდება სეზონი და სულ 4 თამაში აქვს ნათამაშები წინა სეზონში სულ 9 თამაში ქონდა და იქაც ძირითადა შეცვლებზე.
ტრამვებმა გააწამეს ეს ბიჭი და იმედი მაქვს პრობლემები აღარ ექნება და ნელ ნელა დაიბრუნებს ფორმას.