sabah: ლობჟანიძე ქარიშხალი და გრანდების რისხვაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩინებულ სეზონს ატარებს თურქეთის სუპერლიგაში 26 წლის ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე -ჩემპიონატის ოცდაექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მუდამ ძირითად შემადგენლობაშია და თავისი გუნდის სული და გულია. ლობჟანიძემ ლიდერ "გალათასარაისთან" მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა და sabah-მა ("დილა") მისი კარგი თამაში აღნიშნა:

"ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში ყურადღება მიიქცია, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. "გალათასარაისთან" მეორე ტაიმი მისი ქარიშხალივით სწრაფი კონტრიერიშით დაიწყო, ბრაზილიელ მცველ მარკაოს ლამაზი დრიბლინგით გასცდა და ურუგვაელ მეკარე მუსლერას გოლი გაუტანა.

გასულ წელს დანიური "რანდერსიდან" გადმოსულმა სადებიუტო გოლი "ფენერბახჩესთან"
გაიტანა, შემდეგ კი იმავე სეზონში "გალათასარაიც" დაამწუხრა და დაამარცხა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მომწონს მე ეს ფეხბურთელი, ძალიან სწრაფი და გოლის გამტანი ფეხბურთელია, ნაკრებში აუცილებლად უნდა გამოიძახონ
Nukri
04 მარტი 2021 20:40
1
3 გოლი და 7 საგოლე გადაცემა პლიუს ბევრი თამაშია დარჩენილი მე წარმატებას ვუსურვებ საბას იმედი მაქვს კიდევ ბევრს გაიტანს და შემდგომ სეზონში უკეთეს გუნდში გადავა რადგან ეს გუნდი ძალიან სუსტია ჩემი აზრით არანაირი პერსპექტივა არ აქვს ამ გუნდს
გიო
04 მარტი 2021 23:36
2
ეს გუნდი ანკარაგუჯუ შარშანაც გავარდა ლიგიდან და პანდემიის გამო დატოვეს უმაღლეს ლიგაში.წარმატება საბას
ბაჩი
05 მარტი 2021 12:42
1
კარგით რა, გადავა უკეთეს გუნდში და დასვამენ სკამზე, მერე იძახეთ ამბიციებიო. ძირითადად ასე ხდება და აქ ლიდერი მაინცაა...
ზურა
05 მარტი 2021 19:55
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული