ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია და ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა "ოსტენდესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო.

მისი თქმით, ჩაკვეტაძეს კუნთის პრობლემა აქვს, ზუსტად არ იცის რა სირთულისაა ტრავმა, თუმცა იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოსკენ გუნდის დახმარებას შეძლებს.

გიორგი "ეუპენთან" თასის მატჩის განაცხადში კი იყო, მაგრამ არ უთამაშია.

სამწუხაროდ, ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს მარტში ჩასატარებელ შეხვედრებშიც ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 32 /
მჭედლიძე, ყენია, ანანიძე და ახლა ეს ფეხბურთელები არიან თუ ...
ასა
07 მარტი 2021 13:02
2
ვერ გავიგე არ მოითელა? როგორ უნდა მიიღო ვარჯიშზე კუნთის ტრამვა არ მესმის, იმის მიუხედავად რომ დიდი ხანია არ უვარჯიშია.

ჯანმრთელობა და წარმატებები. დაიტანჯა ეს ბიჭი
ეგ როგორ
06 მარტი 2021 23:59
2
თუ ამ კაცს და საერთოდ ქართულ ფეხბურთს ჰყავს საერთოდ პატრონი მიხედეთ რა.ან მივხედოთ, შევქნათ ფონდი გიორგისათვის და მსგავს სიტუაციაში ჩავარდნილი ტალანტებისათვის.
ილია
07 მარტი 2021 19:32
1
მიხედეთ, მიხედეთ, როგორ? ან ვინ უნდა მიხედოს? თქვენ მართლა უშვებთ, რომ ბელგიაში არაპროფესიონალები არიან და ვიღაც მარნეულელი ექიმბაში მიხედავს აქ? პრობლემა იმაშია, რომ ბავშვობიდან ხდება ფეხბურთელების არასრულყოფილი ჩამოყალიბება, არასწორი ვარჯიშები, არასწორი კვება, ვიტამინების არარსებობა, არაპროფესიონალი სამედიცინო პერსონალი და ასე შემდეგ. ბავშვთა ფეხბურთში, ისევე როგორც ყველგან უვიცობა მეფობს და გაიგეთ ბოლო-ბოლო. სხვა მოთხოვნები აქვს დღეს ფეხბურთს, სხვა დატვირთვებია, არ არის დღეს 70-80 იანი წლები. მერე იჩენს ხოლმე თავს პრობლემები და გიორგი მსხვერპლია დღეს ამ ყველაფრის...
ზურა
07 მარტი 2021 21:47
4
უკვე ეჭვი მაქვს რომ ტრავმა კი არა რაღაცა გარე ფაქტორებია რომელიც ზემოქმედებს ამ ბიჭის დაბრუნებაზე.. აგენტები კლუბის მენეჯმენტი და ა.შ.
Mose
07 მარტი 2021 00:29
9
ეს რა უბედურებაა, ტრამვა მოიშუშაო, ახლა ისევ მიიღოო, ალბათ ვარჯიშებზე ღებულობს თორემ, ჯერ ოფიციალური მატჩი არ უთამაშია და არ ვიცი
Nukri
07 მარტი 2021 00:13
5
გენტში რაღაც უცნაური ვარჯიშები აქვთ ალბათ, დროა ქართველმა ექიმებმა საფუძვლიანი გამოკვლევა და მკურნალობა ჩაუტარონ, მერე კი ასევე ქართველი ექიმების დაკვირვების ქვეშ უნდა გააგრძელოს რეაბილიტაციის კურსი და შემდეგ გეგმაზომიერი ვარჯიში,დარწმუნებული ვარ ქართველი ექიმები ფეხზე დააყენებენ.ასე უნდა გააკეთონ სანამ გვიან არ არის ჯერ კიდევ. ფაქტია რო გენტში ამას ვერ მკურნალობენ.
qomagebi
07 მარტი 2021 17:03
3
იმდენჯერ ახსენეთ ქართველი ექიმები - გეგონება მეტრები გვყავდეს და გურუები სპორტული თუ ისე მედიცინის... თან რამდენმა მოგიწონათ, ქართველი ტრავმატოლოგის ხელში ჩავარდნილხართ როდისმე?
რეზო
07 მარტი 2021 21:59
2
ეს რა უიღბლობაა ამ ახალგაზრდის მიმართ... კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს.
tngh
07 მარტი 2021 14:38
3
მწვეთნელის საუბრიდან რაც დავასკვენი ისა რომ ამ ეტაპზე მიკრო ტრამვა აქვს ძალიან სამწუხაროა რომ გენტში ასეთი ცუდი ამბები დაემართა გიორგის ბოლო წლებში მაგრამ ახლა კლუბის შეცვლა მე არასწორი მგონია ახლა რომ გენტი დატოვოს გენტზე უარეს გუნდში უნდა და უარეს ჩემპიონატში უნდა გადავიდეს იმიტო რომ წასვლა ახლა გენტიდან იმ იმიჯით წასვლა იქნება რომ ფეხბურთელმა გენტში ვერ ითამაშა ამიტომ ვფიქრობ რომ გიორგიმ ფსიქოლოგიურად უნდა განეწყოს მაქსიმალურად მოინდომოს და დაბრუნდეს მალე სეზონი მთავრდება და ამ სეზონში თუ ვერ მოახერხებს სრულყოფილად დაბრუნებას მომავალ სეზონში დარწმუნებული ვარ რომ თუ ტრამვები აღარ ექნება აუცილებლად დაბრუნდება საუკეთესო ფორმაში
გელა
07 მარტი 2021 00:42
3
ტრავმამედეგობა ყველას გაუგია, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები მაინც ამ ასპექტში ზარალდებიამ... ფსიქოლოგიური მომზადებაც ყველას გაუგია, მაგრამ ჩვენებს აქაც პრობლემა აქვთ... ვინც ეს საქმე მართლა იცის იქნებ იმათთვის მიგემართათ?
მენტალური მომზადების ცენტრი
07 მარტი 2021 19:09
0
ფეხბურთელის გაზრდა დღეს ევროპაში მეცნიერების რანგშია აყვანილი. ზომავენ ყოველ კალორიას და პარამეტრს ყოველდღიურად. ჩვენ კი ისევ საბჭოთა 70-იანი წლების ვარჟიშებით გვინდა ფონს გასვლა და ეს არაპროფესიონალიზმია ყველაფრის თავი და თავი. დააკვირდით ბრაზილიაშიც კი აღარ მოდის თაობები სადაც მილიონობით ბავშვი თამაშობს ფეხბურთს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იქაც კი ჩამორჩება ევროპას. სხვა დროა დღეს, მარტო ნიჭი არ კმარა. გიორგი ბრწყინვალე მასალა იქნებოდა სუპერვარსკვლავის გამოსაძერწად ევროპაში, რომ დაბადებულიყო. აქაური არაპროფესიონალიზმი გვიან იჩენს ხოლმე თავს და მერე გამოსწორება ჭირს სამწუხაროდ...
ვაჟა
07 მარტი 2021 21:55
0
გეთანხმებით, ფეხბურთელის გაზრდა დღეს ევროპაში მეცნიერების რანგშია აყვანილი. აქაც არიან შედარებით მცოდნე მწვრთნელები და მათ უნდა მიეცეთ მუშაობის საშუალება, განსაკუთრებით ფიზმომზადების კუთხით.
ვაჟას
08 მარტი 2021 13:19
0
გიორგის ტრავმა აშკარად ფსიქოლგიურია ,იგი მუდმივად ფიქრობს იმაზე რომ ფეხი არ იტკინოს, ასე ვთქვათ დაზოგოს ფეხი, სწორედ ამიტომ იღებს ტრავმას. საჭიროა ფსიქოლოგის ჩარევა და დრო!ეს მარტო ჩაკვეტაძეს არ ეხება, ბევრ მძიმე ტრავმა გადატანილ სპორტსმენებსაც არ აწყენდა!
gia jashi
06 მარტი 2021 23:56
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული