კიევის "დინამომ" წიტაიშვილის მძიმე ტრავმის შემდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ტელეგრამ-არხ Футбольный рыцарь-ის ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილის საიჯარო ხელშეკრულება "ვორსკლაში" დასრულებულია.

როგორც იცით, 20 წლის ნახევარმცველმა უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში, სადაც მისი გუნდი გასვლაზე "მარიუპოლს" ეთამაშებოდა, მძიმე ტრავმა მიიღო.

წინასწარი ინფორმაციით, გიორგის მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარალური ძვლის (ანუ ნეკა თითის) მოტეხილობა აქვს და დაახლოებით 2 თვე გაუცდება.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, "დინამომ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულება "ვორსკლაში" შეწყვიტოს და ის კიევში დააბრუნოს, რათა მათი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს და გამოჯანმრთელება კარგად და მალე მოახერხოს.

მოგეხსენებათ, წიტაიშვილის შესახებ ბოლო პერიოდში უკრაინულ პრესაში
აქტიურად იწერება. მას საქართველოს მოქალაქეობის მიღება აქვს გადაწყვეტილი, უკრაინელები კი ურჩევენ, რომ ეს არ გააკეთოს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული(ვუსურვებ მალე ჩადგეს მწყობრში)რა თქმა უნდა შეეცდებიან მის გადაბირებას,მაგრამ მგონია,რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და ჩვენს ფედერაციაზე,ის საქართველოს უფრო ჭირდება
sake
08 მარტი 2021 20:20
1
Dინამოში დაბრუნება ნიშნავს რომ საქართველოს ნაკრებში ვეგარ Vიხილავთ!
Shalva
08 მარტი 2021 18:04
8
მოძმე ქვეყანა როგორ უნდა ვუწოდი როცა მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ იმ პოზიციაზე სადაც წიტეიშვილი თამაშობს და ძაან მაგარი ფეხბურთელები ჰყავთ ნაკრებში და ჩვენთან ერთი წიტეიშვილი არ გამოუშვეს და ერთი ამბავი ატეხეს და შეიძლება მას მომდევნო 4-5 წელი არც მოუწიოს ნაკრებში თამაში ან შეიძლება არასდროს გამოიძახონ და მაინც მთელი წნეხი იყო რომ არ ჩამოსულიყო მე მაინც ვთლი რომ ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ ეს ბიჭი დარწმუნოს და ჩამოიყვანოს საქართველოს ნაკრებში ეს უკვე პრინციპის საკითხიცა.
მამუკა
08 მარტი 2021 16:09
6
მიჰაც მაგათმა გაზარდეს?
მოძმე არა ხახოლი
ხზ
08 მარტი 2021 19:41
2
ხო აბა რა, წიტაიშვილი სად ითამაშებს დიდი პოლიტიკის ნაწილია :))) ეგ ცუდი უკრაინელები როგორ გვებრძვიან. წიტაიშვილის გადაბირებას არ ერიდებიან და ეგენი ნატოში და ევროკავშირში შესვლზე დაგვიჭერენ მხარს? :))) მორჩა, დამთავრდა მაგათ ძმობაზე ლაპარაკი :)))

ისე სერიოზულად მინდა გკითხოთ, როგორ ახერხებთ ხოლმე ასეთი ორი სხვადასხვა თემის ერთმანეთთან დაკავშირებას და პოლუტიკური სკანდალია აგორებას :))))

ხალხმა გაზარდა, ფული ჩადო ბიჭში და რა გიკვირს რომ სათავისოდ ჩალიჩობენ? რა შუაშია ძმობა და პოლიტიკა? გაგიჟდები კაცი :)))
გვებრძვიან :))
08 მარტი 2021 17:30
7
Is rom chven orive amerikis strategiuli partniorebi vart ar nishnavs ro megobrebi vart.qartvelebi ro uyvars maseti rusic ki bevria da sxva megobroba me ar maxsovs
Levani
08 მარტი 2021 15:57
5
როცა საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს და ჩვენ ნაკრებში უნდა ითამაშოს ზუსტად მაშინ იღებენ სერიოზულ ტრამვებს (აქამდე ტრამვა საერთოდ არ მიუღია) დათარსულია ჩვენი ნაკრები
maroko
08 მარტი 2021 14:57
1
ეგ არაა ჩამომსვლელი, ვერც გაამტყუნებ, სპორცმენია და კარიერას უფრთხილდება.
vaxo
08 მარტი 2021 14:42
15
უკრაინელები მაგარი ეშმაკები არიან. ეხლა მოუვლიან, ანახებენ რომ ვითომ პატივს სცემენ და "ჩვენი" ბიჩიც საქართველოს ამჯობინებს უკრაინააას. აი ნახეთ თუ არა.
დათო
08 მარტი 2021 14:25
4
გიორგის მალე გამოჯანმრთელებას და საქართველოს ნაკრებში წარმატებულ თამაშს ვუსურვებ.
ისე, მეტატარზალური ქვია მაგ ძვლებს
არჩი
08 მარტი 2021 14:01
1
ძალიან ცუდი სუნი ასდის ამსაქმეს ძალიან ცუდი,არადა უკრაინასთან ჩვენ ვმეგობრობთ ხომ,მარჯვედ უნდა დადგეს ქართული მხარე რო ამ ბიჭმა საქართველოს ნაკრებში ითამაშოს, რადგან ასეთი მოძრავი ნახევარმცველები აკლია ნაკრებს სწორედ.
ziko
08 მარტი 2021 13:33
5
ბიზნესმა მეგობრობა არ იცის.
დათო
08 მარტი 2021 20:07
1
აი ზუსტად ამის დასაწერად შემოვედი, ამათი ძმობა და მეგობრობა არ გაიშვას. აგერ მე და აგერ თქვენ, წინტაიშვილი საქართველოს ნაკრებში არ ითამაშებს, მაქსიმალური ზეწოლის ქვეშ არის. ესეც მოგონილი ტრავმაა, დაემატა ის რომ დინამო კიევში გამოიძახეს და შესთავაზეს რომ ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ითამაშებს.
ესაისა
08 მარტი 2021 14:40
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული