"ჩემი მიზანი მისი "რუბინში" დარჩენაა..." - ყაზანელთა დირექტორს ხვიჩას გაყიდვა არ სურს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა SE-სთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ქართველმა ვარსკვლავმა გუშინ, 28 მარტს, ესპანეთთან გამართულ შეხვედრაში პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გახსნა, საბოლოოდ კი შეხვედრა "ფურია როხას" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

"გაიზარდა თუ არა ხვიჩას ფასი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მე სატრანსფერო ღირებულებას თვალს არ ვადევნებ. პირადად ჩემთვის ხვიჩა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მე მისით ძალიან ბედნიერი ვარ, მომწონს ის გზა, რომლის მიხედვითაც მისი კარიერა ვითარდება.

რისთვის უნდა გაიზარდოს ფასი? ჩემი მიზანი
მისი გაყიდვა არ არის, ჩემი მიზანი კვარაცხელიას "რუბინში" დარჩენაა. მინდა მან ჩვენთან რაც შეიძლება დიდხანს ითამაშოს" - განაცხადა სა
იმანოვმა.

წყარო: sport-express

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვაჭრობს. ფასის გაზრდას ცდილობს ასეთი განცხადებებით.
ქ. გ.
14:41 29-03-2021
1
საკმარისად დიდხანს ითამაშა რუბინში, ამ ზაფხულს გაყიდიან სოლიდურ ფასად.
ქუთაისელი
15:08 29-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული