voetbalnieuws: ვანჰაზებრუკი ჩაკვეტაძის შესახებ საგანგაშო სიახლეს გვამცნობს

AutoSharing Option
voetbalnieuws-მა "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზე წერილი გამოაქვეყნა და მისი მდგომარეობის შესახებ გუნდის მწვრთნელის ჰეინ ვანჰაზებრუკის კომენტარიც დაურთო:

ვანჰაზებრუკი ჩაკვეტაძის შესახებ საგანგაშო სიახლეს გვამცნობს

"გიორგი ჩაკვეტაძე ოდესმე ჩადგება მწყობრში? "გენტში" მოსვლისას ის დიდ ტალანტად ითვლებოდა და ისე მოჩანდა, ამართლებდა მოლოდინს, ვიდრე ტრავმათა სერიამ არ შეაწუხა.

თითქოს ბოლოს და ბოლოს ჩაკვეტაძე დაბრუნების გზას დაადგა, რადგან სანაკრებო პაუზისას ამხანაგურ მატჩებში საკმაო სათამაშო დრო მიეცა. "სტანდარდთან" შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჰეინ ვანჰაზებრუკმა მოულოდნელად გიორგიზე სიახლე შეგვატყობინა:

"მას კვლავ მოუხდა საწვრთნელი პროცესის მიტოვება და მხოლოდ
გუშინ შეუერთდა საერთო ჯგუფს. ამდენად, დასადგენია, რამდენად იქნება მზად".

ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი სულ ცოტა ხნის წინ 9 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად მუხლის პრობლემა აქვს. ასე რომ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ადგილი ხომ არ აქვს ისევ ძველი ტრავმის რეციდივს".

ბელგიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი "სტანდარდსა" და "გენტს" შორის" 4 აპრილს ლიეჟში გაიმართება და დღეს გაირკვევა, შეიყვანენ თუ არა ქართველ ლეგიონერს განაცხადში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ზოგიერთები წერენ წამოვიდეს ბელგიდან ვინ არის ამის აგენტი და ა.შ ფეხბურთელმა რომ ტრავმა მიიღო და შემდეგ ეს ტრავმა გაუმიზეზდა აგენტი კლუბი ჩემპიონატი და მწვრთნელი რა შუაშია?? ვინც ითამაშა მაგ გენტში და კარგად გამოიყურებოდა ის დღეს ლიგა 1 ს გუნდში წამყვანი ფეხბურთელია და მისი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის 2023 წლამდე აქვს კონტრაქტი ჩაკვეტაძეს და კიდევ კარგი რომ აქვს ეს კონტრაქტი რომ მომავალ სეზონში ექნება შანსი რომ იბრძოლოს ძირითადისთვის ითამაშოს და თავი გამოიჩინოს ახლა რომ წამოვიდეს სად უნდა წავიდეს? ფეხბურთელი რომელსაც ნორმალურად ფეხბურთი 2 წელია არ უთამაშია ტრამვირებული იყოო აღარავის რადარზე აღარ არის თუ წავა უნდა წავიდეს გენტზე და ბელგიაზე დაბალი დონის კლუბში და ჩემპიონატში მასე წამოვიდა ყენიაც 21 წლის შალკედან კონტრაქტი რომ დაუმთავრდა 10 წელი კიდე ითამაშა იმ ბიჭმა ასე თუ ისე ფეხბურთი მარა მისი კარიერა დაღმაა სვლაზე წავიდა რადგან უფრო და უდრო დაბალ დონეზე ჩადიოდა ბოლოს დუდელაჟში დამთავრა კარიერა როცა მისმა გუნდელებმა შალკედან ბარსელონაში ლივერპულში და ბაიერნში ითამაშეს ჯერ უნდა ითამაშსოს ჩაკვეტაძემ ქონდეს კარგი სეზონი ან სეზონები კიდევ გამოჩინოს ნაკრები და კლუბში თავი როგორც კვარაცხელიამ გამოიჩინა ამ სეზონში და მერე უნდა წავიდეს კარგ კლუბში და ჩემპიონატში ახლა საშაულოზე დაბალი კლასის ლიგაში წასვლას რა აზრი აქვს ?? ჯობია დარჩეს იქ სადაც არის იცნობს იქაურ სიტუაცის მწვრთნელს ფეხბურთელებს ჩემპიონატიც იცის და იბრძოლოს იშრომოს თავი გადადოს ივარჯიშოს და დამტკიცოს თავის შესაძლებლობები.
ზაზა
04 აპრილი 2021 00:05
3
ბელგია ჰოლანდია და ასე შემდეგ იქ ფეხბურთი ნაკლებად ეგ უფრო ბიზნეს გავს ოღონდ პირდაპირი მიმართულებით იყიდა 2-3 მაგად გაყიდა არ გაამართლა სვალკაზე მოისროლა სულ კიდია გენტს გავა თუ არა ლიგაზე ან რა ტრენერები იქ დაინახეთ?
რუსები ოკუპანტები ატიან და ქარჸველ ფეხბურთელებს კლავენ ხო??
ჩორნა
03 აპრილი 2021 22:43
5
Rodis ecureba kontraqti. Sascrafod camosasvlelia belgiidan tore ise midis saqme memgoni tavs daanebebs fexburts.
Ucxo
03 აპრილი 2021 22:25
0
წამოდი დროზე მაგ ქვეყნიდან, ყველაფერი გამოსწორდება ნელ ნელა
aleksandre
03 აპრილი 2021 20:25
0
როგორ გული მწყდება. კიდევ ერთიცაა, გავიგე რომ შეყვარებული ყავს და ეს ძმაკაცობა და შეყვარებულობის დრო არაა ეხლა რა. თავს მიხედე და უნდა ითამაშო დიდი ფეხბურთი, სანამ დროა გადადი სხვაგან!!! თუ გინდა რუსეთის ბოლოადგილოსან გუნდში, ან თუნდაც საქართველოში! შენნაირი ნიჭიერი ადამიანი უბრალოდ არ შეიძლება რომ იმ ხალხის წრეში იყოს , სადაც ხარ! გამოფხიზლდი გიორგი! რაღაც ცუდად ჩანს აქედან , თითქოს ამ ბელგიამ მოგაჯადოვა! გამოფხიზლდი
გადასარევი გიორგი
03 აპრილი 2021 19:44
7
jacobia, kenia, chakbetaze... chveni bedi m
..
soso
03 აპრილი 2021 19:09
6
გამოაცხადეს შემადგენლობა.
twitter . com/KAAGent/status/1378317734145036291
ქ. გ.
03 აპრილი 2021 16:14
0
არ უსმინო ამ განცხადებებს გიო, საკუთარ თავს და ვოვა გუცაევს მოუსმინე, შეიძლება ექოსკოპიამ, ყველანაირმა ანალიზმა და გასინჯვამ არაფერი არ აჩვენოს და გითხრან მზადა ხარ და ითამაშეო, შენს მეტი ვერავინ ვერ მიხვდება მზადა ხარ თუ არა, არ დაუშვა არავითარ შემთხვევაში მორიგი ტრავმა, მოიშუშე ბოლომდე ტრავმა, ბოლომდეე, გენტს რა უნდა, რა თქმა უნდა შენი თამაში, მაგრამ ბოდიშით თქო უთხარი, მაგრამ როცა მზად ვიქნები, თავს არ დავზოგავ თქო, სულ ესაა, შენ საქართველოს სჭირდები, არ დაივიწყო ეს!!!
გიოს
03 აპრილი 2021 13:18
1
წარმატებას ვუსურვებ გიორგის! სამწუხაროდ სხვა ვერაფრით ვეხმარები და ვისი მოვალეობაც არის გიორგის დახმარება იქნებ მოიძიოს კარგი მკურნალი, რომელსაც მსგავსი პრობლემების მოგვარება შეუძლია?
Guja Kakhadze
03 აპრილი 2021 12:24
1
მოცილდი მაგ ბელგიას გათვალული ხაარ :)) ვინარის შენი აგენტი?!
beqa
03 აპრილი 2021 12:24
2
გახოკიძეა მაგის აგენტი
კვატი
03 აპრილი 2021 19:40
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული